მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მასკერანო: ”მესტალიაზე” მიღწეულ შედეგს ვერ დავეყრდნობით”

მასკერანო: ”მესტალიაზე” მიღწეულ შედეგს ვერ დავეყრდნობით”

 

 ”ბარსას” არგენტინელმა ფეხბურთელმა, ხავიერ მასკერანომ კარგად იცის, რომ გუნდი ”მესტალიაზე” მიღწეულ შედეგს ვერ დაეყრდნობა. ასევე არგენტინელი ამბობს, რომ გუნდს წინ ძალიან დაძაბული თამაშები ელის. მათ მთელი ყურადღება შემდეგ მატჩებს უნდა დაუთმონ.

 

ხავიერ მასკერანოს იმაში ეჭვი არ ეპარება, რომ მისი გუნდი ”კოპა დელ რეის” შემდეგ ეტაპზე გავა. ”ბარსას” ერთი ნაბიჯით წინაა. ”ჩვენ ვიცით, რომ წინ ძალიან რთული და დაძაბული თამაში გველის. ჩვენ ”მესტალისაზე” მიღწეულ შედეგს ვერ დავეყრდნობით. გუნდმა ”კამპ ნოუზე” უნდა მოიგოს. 

 

”კლასიკომდე” ყველას ეგონა, რომ ჩვენ ”ბერნაბეუზე” დავმარცხდებოდით, მაგრამ ეს პირიქით მოხდა. ბიჭების თავდადებამ და ბრძოლამ ჩვენ ყველაფერი გვაჩვენა. ჩვენ ”ვალენსიასთანაც” ამ განწყობით გავდივართ, მხოლოდამხოლოდ მოსაგებად.

 

”თუ, ”მადრიდის რეალი” ჩემპიონი გახდება, ჩვენ მათ მივულოცავთ ღირსეულ ჩემპიონობას, მაგრამ გუნდმა თავისი მაინც უნდა გააკეთოს. ”ბარსა” ყველაფერს ეცდება ჩემპიონობისთვის. 7 ქულიანი უპირატესობა არაფერია. ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ამ უპირატესობის აღმოფხვრა. იმედი მაქვს ჩვენ ყველაფერს შევძლებთ, მაგრამ ეს ძალიან გაგვიძნელდება.”

 

პუიოლი და პიკე – ისინი საუკეთესოები არიან.

 

”ბარსა” საუკეთესო შუახაზი ჰყავს მთელს მსოფლიოში. კარლეს პუიოლი საუკეთესო მცველია. ასევე იგივე შეიძლება ითქვას ხერარდ პიკეზეც. ისიც შესანიშნავი ფეხბურთელია. ისინი ერთმანეთს ავსებენ. მათი დუეტი საუკეთესოა.

 

ბოლოს მასკერანომ თავის თანამემამულეზეც ისაუბრა, ლიონელ მესიზე: ”ლეო გუნდს ბევრს ეხმარება. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ის დაიღალა. ეს ასე არაა. თვითონ მწვრთნელმაც იცის ლეო როდის უნდა დაასვენოს. ის ვარჯიშზეც ძალიან კარგ ფეხბურთს აჩვენებს. ის საუკეთესოა მოედანზეც და ვარჯიშზეც. 

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში