– ტიაგო ალკანტარას ”ბარსელონას” პირველ გუნდში უკვე 50 შეხვედრა აქვს გამართული. 31 ლა ლიგაში, 5 ჩემპიონთა ლიგაში, 10 სამეფო თასზე, 2 ესპანეთის სუპერთასზე და 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე.
– საერთო ჯამში მას 7 გოლი აქვს გატანილი (4 პრიმერაში და 3 თასზე).
– ”რეალ სოსეიდადთან” შეხვედრაში მისი გადაცემების ყველაზე სწორი იყო. 98 გადაცემიდან 89 ადრესატამდე მივიდა.
– ”ბარსა” ზედიზედ 3 ნათამაშები ფრის შემდეგ შეხვედრა მოიგო.
– შეხვედრაში ორივე გუნდის შემადგენლობაში უამრავი საკუთარი აღზრდილი თამაშობდა. ”ბარსაში” ასეთი 8 იყო, ”სოსიედადში” კი 9.
– ”რეალ სოსიედადს” უკვე 21 წელია არ გაუმარჯვია ”ნოუ კამპზე”.
– ”ბარსას” ბურთის ფლობამ 70% შეადგინა. კატალონიელებმა 713 გადაცემა გააკეთეს, ”სოსიედადმა” კი 227.
– მასკერანომ (19) და ადრიანომ (15) ბურთი ყველაზე მეტჯერ დაიბრუნეს.



