“კოპა ლიბერდატორესის” საკვალიფიკაციო ეტაპზე “ფლამენგომ” 2:0 დაამარცხა “რეალ პოტოსი”. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო კატალონიის “ბარსელონას” ლეგენდამ, რონალდო დე ასის მორეირა “რონალდინიომ”. ბრაზილიელმა მართლაც შესანიშნავი შეხვედრა ჩაატარა. 2006 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა და გოლი ჩაიწერა აქტივში. მატჩის მეორმოცე წუთზე მის ჩამოწოდებულ სტანდარტს მოჰყვა მოურას გოლი, ხოლო შეხვედრის მიწურულს გაუჩომ თავის სტილში კიდევ ერთი ლამაზი გოლი შემოგვთავაზა. იხილეთ გოლი:
[media=http://www.youtube.com/watch?v=c59mFTG1-DM]



