მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტას ბეილის ფასი შეატყობინეს

სუბისარეტას ბეილის ფასი შეატყობინეს

ესპანური პრესის ცნობით ”ბარსელონას” ხელმძღვანელობა და სამწვრთნელო შტაბი სერიოზულადაა დაინტერესებული გარეტ ბეილის შეძენით.

უელსელი ფეხბურთელის შეძენით ბევრი ევროპული გრანდია დაინტერესებული, თუმცა ”ტოტენჰემი” არ ჩქარობს ფეხბურთელის ტრანსფერზე დაყენებას, რადგან არ განიცდის ფინანსურ პრობლემებს. ცოტა ხნის წინ მათ ”ჩელსიმ” 50 მილიონი ევრო შესთავაზა ფეხბურთელში, თუმცა ლონდონელებმა უარი მიიღეს.

თავის მხრივ ”ბარსელონას” სპორტულმა დირექტორმა, ანდონი სუბისარეტამ ლონდონში ”ტოტენჰემის” ხელმძღვანელები მოინახულა. ესპანეთის ნაკრების ყოფილ მეკარეს შეატყობინეს, რომ თუკი ფეხბურთელს ტრანსფერზე დააყენებენ მისი შეძენის სურვილი ბევრ გუნდს ექნება. ბეილის სატრანსფერო ფასი კი 50 მილიონ ევროზე გაცილებით მეტი იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში