მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი: ”თუკი პეპეს არ დასჯიან ”ბარსელონა” საკუთარ სიტყვას იტყვის”

როსელი: ”თუკი პეპეს არ დასჯიან ”ბარსელონა” საკუთარ სიტყვას იტყვის”

”ბარსელონას” რიგებში გაკვირვებულნი არიან ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით. მათ არც კი განიხილეს სამეფო თასის 1/4 ფინალში, ”რეალსა” და ”ბარსელონას” შორის მომხდარი ინციდენტი.

შეგახსენებთ, რომ იმ შეხვედრაში პეპემ წაქცეულ ლეო მესის ხელზე ფეხი განზრახ დააბიჯა. მატჩის შემდეგ ”ბლაუგრანას” ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ პეპს დასჯას არ მოითხოვდა, თუმცა კომიტეტისგან ადეკვატურ მოქმედებას ელოდა. პეპე არ დაისაჯა და მან განმეორებით შეხვედრაშიც მიიღო მონაწილეობა.

”თუკი შესაბამისი ორგანოები არ მუშაობენ ისე, როგორც საჭიროა ”ბარსელონა” საკუთარ სიტყვას იტყვის” – განაცხადა ”ბარსელონას” პრეზიდენტმა, რომელმაც არ მოისურვა მადრიდის ”რეალის” მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს განცხადებებზე პასუხის გაცემა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში