მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ვილიარეალი” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ვილიარეალი” – ”ბარსელონა”. გვარდიოლა მატჩის წინ

”ბარსელონას” მწვრთნელი მიიჩნევს, რომ ”ვილიარეალის” მე-17 ადგილზე ყოფნა არ ასახავს ხოსე მოლინას გუნდის დონეს. გვარდიოლამ დაადასტირა, რომ ისააკ კუენკა უკვე პირველი გუნდის წევრია და ის ”ბარსა ბ”-ში აღარ ითამაშებს.

ხოსეპ გვარდიოლამ იცის, რომ ”ელ მადრიგალზე” გასამართი მატჩი რთული იქნება. ”გასული წლების მანძილზე ეს სტადიონი ჩვენთვის რთული იყო, არც ახლა იქნება გამონაკლისი” – ახსნა ”ბარსას” მენეჯერმა. მან დაამატა, რომ ”მათი ადგილი სატურნირო ცხრილში არ ასახავს ფეხბურთელების დონეს და მათ ამჟამინდელ ისტორიას. მიუხედავად იმისა, რომ ”ბარსას” მეტოქეს წამყვანი ფეხბურთელები ტრავმირებულები ჰყვათ ”ისინი აგრძელებენ კარგ თამაშს”.

მან ახალგაზრდებს გაბედულობისკენ მოუწოდა

გვარდიოლამ ლა ლიგის 21-ე სათამაშო დღის წინ შუა კვირაში ორი წამყვანი მოთამაშე, ანდრეს ინიესტა და ალექსის სანჩესი დაკარგა. ”ბარსას” მწვრთნელმა პირველი გუნდის 14 წევრთან ერთად განაცხადში კუენკა, დოს სანტოსი, სერხი რობერტო და კრისტიან ტელიო შეიყვანა. გვარდიოლამ ზუსტად იცის, თუ რას ითხოვს ახალგაზრდებისგან: ”ისინი არ უნდა შეშინდნენ. ისინი გაბედულები უნდა იყვნენ და ყველაფერში დაგვეხმარებიან”.

კუენკაზე საუბრისას, რომელიც მომავალ კვირას კონტრაქტს 2015 წლამდე გაახანგრძლივებს გვარდიოლამ დაადასტურა, რომ ახლა ახალგაზრდა კანტერანო პირველი გუნდის სრულყოფილი წევრია: ”ის ახალია და მის პოზიციაზე მართლა ძალიან კარგად თამაშობს. ის გვეხმარება ჩვენ და იმედი მაქვს, რომ ჩვენს დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს”.

მწვრთნელმა აღიარა, რომ სამეფო თასის მატჩის შემდეგ მის გუნდს არ ჰქონდა სათანადო დრო იმისთვის, რომ დაესვენა. თუმცა მან დაამატა, რომ ფეხბურთელები განრიგზე არიან დამოკიდებულნი: ”ყოველთვის ვფიქრობ, რომ შემდეგ ეტაპზე გასვლის შემდეგ თამაში კარგია. სიმართლეა, რომ ჩვენ დასასვენებლად დრო არ გვქონდა, თუმცა ჩვენ შეჩვეულები ვართ ცხრილზე. ვიცით რასაც ვაკეთებთ. სეზონის მეორე ნაწილი ახლა იწყება და ვეცდებით ყოველ მომდევნო მატჩზე გავაკეთოთ სრული კონცენტრირება და არ ვიყუროთ წინ”.

მნიშვნელოვანია მატჩის შემდეგი დასკვნების გამოტანა

”რეალთან” გამართული მატჩის შემდეგ ”ბარსას” მწვრთნელს ესმის, რომ მიუხედავად თასიდან გავარდნისა ”მათ კარგი შეგრძნება აქვთ, რადგან კარგად ითამაშეს”. მან დაამატა: ”ისეთ დაპირისპირებაში, რომელიც 180 წუთი გრძელდება შეუძლებელია სრულად დაჩაგრო ისეთი გუნდი, როგორიც ”რეალია”, თუმცა მატჩის შემდეგ უნდა გამოიტანო დასკვნები და წინ იყურო”.

წუთიერი დუმილი ჟურნალისტი, დანი მონტესინოს გარდაცვალების გამო

პეპ გვარდიოლას პრეს-კონფერენციის დაწყების წინ ”მარკას” ჟურანლისტის, დანი მონტესინოს გარდაცვალების გამო წუთიერი დუმილი იყო. ჟურნალისტების გარდა დარბაზში ”ბარსას” კაპიტნები, პუიოლი, ჩავი, ვალდესი და ინიესტა იყვნენ. გვარდიოლამ განაცხადა: ”ეს საშინელი დანაკარგია. ის ჩემს ყველა პრეს-კოფერენციას ესწრებოდა”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში