მადრიდის ”რეალის” მცველმა, სერხიო რამოსმა ”ბარსელონას” ნახევარმცველი, სერხიო ბუსკეტსი სიმულირებაში დაადანაშაულა.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი მატჩის მიწურულს სერხიო რამოსმა ბუსკეტსთან შეჯახების შემდეგ მეორე ყვითელი ბარათის გამო მოედანი დატოვა. მისი აზრით არასამართლიანად. ესპანელის განცხადებით ”რეალი” ამ ბარათს გაასაჩივრებს.
”მოხარული ვარ, რომ კლუბი მხარს მიჭერს და ამ ეპიზოდზე აპელაციას შეიტანს. ამ მომენტში მე სერხიო ბუსკეტსს არ შევხებივარ” – წერს ესპანელი საკუთარ ”ტვიტერში”.
გთავაზობთ ამ მომენტის ამსახველ კადრს
[media=http://www.youtube.com/watch?v=xuVqLpsqIrE]
ეს 2 კვირის წინანდელი კადრია, სადაც იგივე საქციელისთვის არვალო არბელოამ დატოვა მოედანი, მაშინ მადრიდელები არ აპროტესტებდნენ მსაჯის გადაწყვეტილებას
[media=http://www.youtube.com/watch?v=woLh1QHBmGI]



