მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
თასის 1/2 ფინალის განრიგი ცნობილია

თასის 1/2 ფინალის განრიგი ცნობილია

”ბარსელონა” ოთხშაბათს, 1 თებერვალს შეხვდება ”ლევანტე” – ”ვალენსიას” წყვილის გამარჯვებულს. განმეორებითი შეხვედრა ”ნოუ კამპზე” 8 თებერვალს გაიმართება.

სამეფო თასის 1/2 ფინალური შეხვედრების გამართვის განრიგი ცნობილია. ”ბარსელონა”, რომლის მეტოქე დღეს, ”ლევანტე” – ”ვალენსიას” მატჩის დასრულებისას გაირკვევა პირველ შეხვედრას გასვლაზე გამართავს. ეს შეხვედრა ოთხშაბათს, 1 თებერვალს, ადგილობრივი დროით 21 საათზე (თბილისის დროით 23:55 საათზე). განმეორებითი შეხვედრა ერთი კვირის შემდეგ გაიმართება ზუსტად იმავე დროს.

მეორე 1/2 ფინალური შეხვედრები, ”მირანდესსა” და ბილბაოს ”ატლეტიკს” შორის 31 იანვარსა და 7 თებერვალს გაიმართება. ორივე მატჩი ადგილობრივი დროით 22 საათზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში