”ბარსელონას” მარცხენა მცველი, ერიკ აბიდალი კლუბთან ახალ ხელშეკრულებას რამდენიმე საათში გააფორმებს.
სულ ცოტა ხნის წინ ”ბარსელონას” ხელმძღვანელობამ გაავრცელა ცნობა იმის შესახებ, რომ კლუბი და ფეხბურთელი შეთანხმდნენ. კონტრაქტი 2013 წლამდე გაფორმდება, თუმცა მისი 2 წლით გახანგრძლივება შეიძლება.
ოთხშაბათს დილით ბარსელონაში ფეხბურთელის აგენტი, დავიდ ბანდიტელი ჩაფრინდა, რომელიც ჯერ ”ნოუ კამპზე” ”ბარსელონასა” და ”რეალის” მატჩს დაესწრება, ხოლო შემდეგ შეუდგება ახალი ხელშკრულების გაფორმებას. თუკი გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდება ხუთშაბათს დილით საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან პრეზიდენტი, სანდრო როსელი, ვიცე-პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ და სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა.


