”ბარსელონას” ვიცე-პრეზიდენტმა, კარლეს ვილარუბიმ სამეფო თასის პირველ 1/4 ფინალურ შეხვედრაში პეპეს საქციელზე კომენტარი გააკეთა.
”პეპე არ ამბობს, რომ მან შეცდომა დაუშვა, რომ ის დამნაშავეა – ის ამბობს, რომ ეს ძალით არ გაუკეთებია. ამის არავის სჯერა. იმ ინციდენტის შემდეგ, როცა ჟოზე მოურინიოს თითი ტიტო ვილანოვას თვალში აღმოჩნდა ”რეალის” ოფისიდან ბოდიშის წერილი მივიღეთ. ახლა პეპემ ბინძური საქციელი ჩაიდინა. თითქოს ეს ადამიანები თავს დაცულებად გრძნობენ. რაც შეეხება კომიტეტის გადაწყვეტილებას ამ საკითხზე, ვფიქრობ, რომ ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ განცხადება და ბრალი დავდოთ პეპეს. ისედაც ყველამ დაინახა, თუ რა მოხდა. თუკი ლიგის კომიტეტი დაინტერესებულია ფეხბურთის სისუფთავეში მან ზომები უნდა მიიღოს” – განაცხადა ვილარუბიმ.

ვილარუბი: ”არავის სჯერა, რომ პეპემ ეს ძალით არ გააკეთა”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.