პეპ გვარდიოლას გუნდი ხუთშაბათს დილით ბარსელონაში დაბრუნდა და სიუტატ ესპორტივასკენ გაემართა, სადაც ვარჯიში გამართა 21 ფეხბურთელთან ერთად. როგორც წესი ის ფეხბურთელები, რომლებიც გუშინ ძირითადში იყვნენ მსუბუქად ვარჯიშობდნენ.
”რეალთან” ”სანტიაგო ბერნაბეუზე” რთული (1:2) გამარჯვების შემდეგ გუნდი ბარსელონაში მეორე დილით დაბრუნდა. ვარჯიშის მიზანი ”მალაგასან” გასამართი მატჩისთვის მომზადება იყო. შეხვედრა კვირას, ადილობრივი დროით 18 საათზე ”ლა როსალედაზე” გაიმართება.
”რეალთან” ძირითადში მყოფი ფეხბურთელები აღდგენით ვარჯიშს ატარებდნენ. პირველი გუნდის დანარჩენი წევრები და ასევე კუენკა, მონტოია, დოს სანტოსი, სერხი რობერტო, სერხი გომესი და ესპინოსა ნორმალურ რეჟიმში ვარჯიშობდნენ. პეპის განკარგულებაში 21 ფეხბურთელი იყო.



