იოჰანესბურგი სამხრეთ აფრიკის უდიდესი ქალაქი და უმნიშვნელოვანესი ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც გაუტენგის პროვინციაში მდებარეობს. იოჰანესბურგს ქვეყანაში სხვადასხვაგვარად მოიხსენიებენ ენათა მრავალგვარობის გამო და ხშირად მას იოზის, იობურგს ეგოლის და სხვ. უწოდებენ. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც “ოქროზე გაშენებულ ქალაქს”, რადგან ქალაქის ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით ოქროს მადანია. იოჰანესბურგი მსოფლიოს ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია ბრილიანტებით ვაჭრობის სფეროში.

ქალაქში დაახლოებით 4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ის გამოირჩევა ძალიან ლამაზი ევროპული და ამერიკული არქიტექტურის შერწყმით შექმნილი ნაგებობებით. ქალაქში დგას კონტინენტის ყველაზე მაღალი შენობები.
იოჰანესბურგი ახალგაზრდა ქალაქია, ის დაარსდა XIX საუკუნეში, კერძოდ კი 1886 წელს.

იოჰანესბურგში მშრალი მაღალი მთის სუბტროპიკული კლიმატია, აქ ზამთარი მაისიდან ივლისის ჩათვლით გრეძელდება და ეს სეზონი გრილი ამინდებით გამოირჩევა. ზამთარში ბოლოს 2006 წელს მოთოვა, ანუ ძალიან იშვიათად თოვს. ტემპერატურები საშუალოდ 16-დან 20 გრადუსამდეა, რაც შესანიშნავ გარემოს ქმნის ფეხბურთის სათამაშოთ, ამ დროს ევროპაში საკმაოდ მაღალი ტემპერატურებია და ამხელა საფეხბურთო ტურნირის სანახაობრივ მხარეზე სიცხე ყოველთვის უარყოფით გავლენას ახდენს, აფრიკის შემთხვევაში კი პირიქით, გრილ ამინდში მხოლოდ ფეხბურთზე იფიქრებენ სტადიონზე გასული ფეხბურთელები, რაც მაყურებლისათვის ძალიან სასიამოვნო საყურებელია. ეს ყველაფერი გამოწვეულია, იმით, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა დედამისწის სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს, იქ კი სეზონები ჩვენგან საპირისპიროდაა, ანუ ჩვენი ზამთარი იქაურ ზაფხულს, ხოლო ჩვენი ზაფხული იქაურ ზამთარს ემთხვევა.
მიუხედავად მშრალი კლიმატისა, იოჰანესბურგის ტერიტორიაზე დაახლოებით 10 მილიონი ხეა, რაც ყველაზე დიდი ხელოვნური ტყეა დედამიწაზე.
“სოქერ სითი”
“სოქერ სითი” არის უდიდესი სტადიონი მთელ აფრიკის კონტინენტზე, რომელიც შესულია მსოფლიოს 10 უდიდეს სტადიონთა სიაში, მსოფლიოს მასშტაბით ის მეშვიდე ადგილზეა და მცირედით ჩამორჩება კატალონიურ, ჩვენთვის უსაყვარლეს “კამპ ნოუს”.

“სოქერ სითიზე” 94 700 ადგილია და ის სპეციალურად გარემონტდა მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატისათვის, სტადიონის მშენებლობა 2009 წლის 21 ოქტომბერს დასრულდა და მისი ხელახლა აგება დაახლოებით 440 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა.
ის ძალიან საინტერესო სპორტული კონსტრუქციაა, ის აგებულია ისეთი დიაზინით, რომ არცერთი მაყურებელი მოედნიდან 100 მეტრზე მეტით არაა დაშორებული რათა ყველამ კარგად შეძლოს სპორტული სანახაობის თვალის დევნება.
მისამართი: ნასრეკის გზა
ქალაქი: იოჰანესბურგი
ვებსაიტი: http://www.soccercity2010.co.za

