
ჩემი ცხოვრება
ოჯახში მითხრეს, რომ პატარა ასაკიდანვე, როდესაც სიარული ვისწავლე, ყოველთვის თან მქონდა ბურთი. მართალია თავად ეს არ მახსოვს, მაგრამ ძნელად წარმომიდგენია საკუთარი თავი ბურთის გარეშე.
ბევრმა თვენგანმა ალბათ იცის, რომ რვა წლის ასაკში დამჭირდა სპეციალური მკურნალობა, რათა სიმაღლეში ზრდა არ შემეწყვიტა. მახსოვს, ყოველ ღამით საჭირო იყო ფეხებში ინექციის გაკეთება. ეს არ იყო სასიამოვნო, მაგრამ იმდენად მსურდა ფეხბურთელობა რომ ამად ღირდა. თუმცა ჩემს ოჯახს არ შეეძლო მკურნალობის ხარჯების დაფარვა. მშობლებმა ყველაფერი გაიღეს ჩემთვის და მე მათი მადლიერი ვიქნები ცხოვრების ბოლომდე. მამამ სამუშაო იშოვა ესპანეთის ქალაქ ლერიდაში, სადაც ნათესავი ცხოვრობდა. ამავდროულად ეს იყო შანსი ჩემთვის, რათა მოვხვედრილიყავი “ბარსაში”.
საბედნიეროდ სინჯებზე ყველაფერი კარგად დასრულდა და მე მომეცა შესაძლებლობა ბარსელონაში მეთამაშა. თუმცა მე და ჩემს ოჯახს უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება: დავბრუნებულიყავით სახლში თუ გვეცადა ბედი “ბარსაში”. მართალია იოლად გადასაწყვეტ პრობლემად ჟღერს, მაგრამ ყოველთვის მძიმედ მახსენდება ის დრო. ერთ დღესაც მამა მკითხა: “რა გსურს რომ აკეთო, ლეო?” “მე მსურს რომ დავრჩე” – ვუპასუხე რწმენითა და ოცნების ახდენის იმედით. არასდროს მინანია ჩემი ეს გადაწყვეტილება, რადგან ყოველთვის ვგრძნობდი ოჯახის უპირობო მხარდაჭერას.

ჰობი და ინტერესები
ნომერი: 10
საკვები: ყველაფერი არგენტინული სამზარეულოდან, რასაც დედაჩემი აკეთებს. ამასთან უნდა ვთქვა, რომ მამაჩემსაც პროფესიონალივით შეუძლია მზარეულობა.
ფერი: წითელი
ადგილი: როსარიო და ის უბანი, სადაც გავიზარდე.
რა პროფესიის იქნებოდი, ფეხბურთელი რომ არ გამხდარიყავი? ყოველთვის ამას მეკითხებიან და არასოდეს მაქვს პასუხი. ბავშვობიდან მიყვარდა ფეხბურთი და “ბარსაში” ჩარიცხვისას 13 წლის ვიყავი.
რას აკეთებ დილაობით პირველ რიგში? თავს ვიწესრიგებ.
რა არის ის, რაც ყველაზე ნაკლებად მოგწონს შენს სამუშაოში? ოჯახიდან შორს ყოფნა.
რა მოგწონს ყველაზე მეტად? ფანების ემოციები და ფეხბურთის თამაში.
რა მოგწონს სახლში ყოფნისას? ოჯახთან ახლოს ყოფნა და ფლეისთეიშენის თამაში.
წიგნი: ხოსე ერნანდესის “მარტინ ფიერო”.
ფილმი: El hijo de la novia (პატარძლის შვილი)
სატელევიზიო სერიალი: “გაქცევა” და “დაკარგულები”
მთა თუ ზღვა: ზღვა მირჩევნია.
ცხოვრების მიზანი: მოვიგო იმდენი ტიტული, რამდენიც შესაძლებელი იქნება და კიდევ უფრო გავიზარდო როგორც პიროვნება.
გსურს დაქორწინება? ამჟამად კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს: მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობა.
თეთრი თუ შავი შოკოლადი? Dulce de leche! 🙂
ცხოველები: ძაღლები
ის რაც გაბრაზებს: ბევრი რამ, მაგრამ ძირითადად უსამართლობა.
ჩვევა: ყოველთვის სველი თმით ვთამაშობ
ნაკლი: ზედმეტად მორცხვი ვარ
ღირსება: ვცდილობ ყოველდღიურად უკეთესი ადამიანი ვიყო.
ტკბილი თუ ცხარე: ტკბილი
სტადიონი: სავსე “კამპ ნოუ”
მოგონება: ჩემი დებიუტი პირველ გუნდში და 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი.
რას გრძნობდი როდესაც პირველად გამოხვედი მინდორზე პირველ გუნდთან ერთად? მე მაქვს მხოლოდ სასიამოვნო მოგონებები. ითამაშო რონალდინიოსთან, დეკოსთან, სამუელთან ერთად.. ეს გასაგიჟებელი რამ იყო. ახლაც მახსოვს როგორ სურდა რონის, რომ მის გვერდით ვყოფილიყავი. მასსა და მოტას შორის მართლაც იყო თავისუფალი ადგილი, თუმცა მე უნდა დავლოდებოდი კლუბის ნებართვას. ისე არაა, რომ შეგეძლოს გააკეთო ყველაფერი ის, რაც მოგესურვება.
ხორცი თუ ბოსტნეული? ძროხის ხორცი და სალათა.
საიდუმლო: არ მაქვს.
სად გადაიკარგებოდი? არ ვიცი,არსად. მსიამოვნებს სახლში ყოფნა.
ზამთარი თუ ზაფხული? ზაფხული.
ვის ისურვებდი შენს გვერდით უკაცრიელ კუნძულზე? ჩემს ოჯახს.
სიმღერა: ვერ გამოვარჩევ, ნებისმიერი Cumbia (კოლუმბიური მუსიკალური სტილი.ავტ) როდესაც ხალხს ამას ვეუბნები და ვასმენინებ, იცინიან და ვერ გებულობენ რა არის Cumbia
ვინ წაგიყვანათ პირველად ფეხბურთზე? ბებია სელიამ.
ფეხბურთელი: მარადონა
რას ეტყვი იმათ, ვინც დიეგოს გადარებს? მათ არასდროს უნახავთ დიეგოს თამაში…
როგორი იყო მის შოუში სტუმრობა? ოჰ, წარმოუდგენელი. მე ვიყავი მამასთან, ბიძასთან და ბიძაშვილთნ ერთად და ვსაუბრობდი სურათებსა და ავტოგრაფებზე, რომლებიც მისთვის უნდა გვეთხოვა. უცებ კარი გაიღო, დიეგო შემოვიდა და ჩვენ გავქვავდით.
შენი ფავორიტი ცრუმოძრაობა: რონალდინიოს “ელასტიკა”.
შენი როგორც ფეხბურთელის ყველაზე ცუდი მოგონება: ტრავმები
და საუკეთესო მოგონება? ასეთი უამრავია. თითუელი ტიტული, რომელიც ბარსასთან ერთად მოვიგე და პეკინის ოქროს მედალი.
ტურნირი: მსოფლიო ჩემპიონატი

წყარო: www.leomessi.com
