
არგენტინის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა კლაუდიო კანიჯამ, რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში ასპარეზობდა, ისაუბრა იმ თემაზე, რომ მესი კლუბში უფრო ბრწყინავს, ვიდრე ეროვნულ ნაკრებში.
“მესი ბავშვივით თამაშობს იმ კლუბში, რომელსაც ძალიან უყვარს იგი. არ მინდა ვთქვა, რომ არგენტინის ნაკრების მაისური მას ამძიმებს და ძაბავს. როდესაც ლეო ნაკრებში თამაშობს, ხანდახან ვხედავ მის სახეს და ვხვდები, რომ ის ნაკრებში თავს ვარსკვლავად არ თვლის. ეს არც ისე კარგია”, — კანიჯას სიტყვებს ციტირებს არგენტინული გაზეთი Ole.
წყარო: Barca.ru
