
კატალონიის “ბარსელონას” მცველი დიმიტრო ჩიგრინსკი მომავალ სეზონში მიუნხენის “ბაიერნში” ითამაშებს, იტყობინება Catalunya Radio.
წყარო იუწყება, რომ სათამაშო პრაქტიკის უქონლობის გამო ჩიგრინსკი მზად არის ბუნდესლიგაში გააგრძელოს ასპარეზობა.
შეგახსენებთ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია ჩიგრინსკის “არსენალში” გადასვლასთან დაკავშირებით. “ბლაუგრანა” მის გამოყენებას ფაბრეგასის ტრანსფერში აპირებდა.
წყარო: Championat.ru
