workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ალვეში:”ესპანეთი ბრაზილიაზე უკეთ თამაშობს”

ალვეში:”ესპანეთი ბრაზილიაზე უკეთ თამაშობს”

კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელმა მცველმა განაცხადა, რომ მუნდიალის ფავორიტები არიან ბრაზილია და ესპანეთი, იტყობინება Marca. დანი ალვესმა თქვა, რომ გადამწყვეტ მომენტში ესპანელები მაინც სჯობნიან ბრაზილიელებს. “ვფიქრობ, რომ ესპანეთი ახლა უკეთეს ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე ბრაზილია. ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატის 5 ტიტულიც გვიმაგრებს მხარს, ესპანელებს კი არ აქვთ მუნდიალი მოგებული და ეს მათ უფრო მოტივირებულს ხდის.თუ ფინალში ესპანეთი და ბრაზილია ითამაშებენ, ახდება მთელი მსოფლიოს ფეხბურთის გულშემატკივრების ოცნება,” დაასრულა ალვეშმა.

 

წყარო:barca.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში