workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დავიდ ვილა: “ჩილე ყველაზე რთული მოწინააღმდეგეა ჩვენს ჯგუფში”

დავიდ ვილა: “ჩილე ყველაზე რთული მოწინააღმდეგეა ჩვენს ჯგუფში”

კატალონიის “ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა, დავიდ ვილამ ისაუბრა მსოფლიო ჩემპიონატზე  მოწინააღმდეგე გუნდების შესახებ.

“ჩვენ არცთუ ისე ბევრი ინფორმაცია გვაქვს ჰონდურასის ნაკრებზე, თუმცა ის კი ვიცი, რომ მათ დაიმსახურეს მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება. შვეიცარიას ახალგაზრდა და სწრაფი გუნდი ჰყავს. ისინი ნამდვილ, ევროპულ ფეხბურთს თამაშობენ. ჩილე–ყველაზე რთული მოწინააღმდეგეა ჩვენს ჯგუფში. მათ შესანიშნავად იასპარეზეს “მუნდიალის” შესარჩევ ეტაპზე. ისინი თამაშობენ გუნდურ თამაშს და ძალიან სახიფათოები არიან შეტევაში.” ციტირებს ვილას სიტყვებს ფიფას ოფიციალური საიტი.

წყარო: sports.ru 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში