workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” დი მარიასთვის ბრძოლაში ჩაება

“ბარსა” დი მარიასთვის ბრძოლაში ჩაება

კატალონიურ სპორტულ გაზეთი sport ავრცელებს ინფორმაციას, რომ  “ბარსელონა” დაინტერესდა არგენტინელი ვინგერის, დი მარიას შეძენით და კატალონიელები მზად არიან კონკურენცია მადრიდის “რეალს” გაუწიონ. მადრიდელები უკვე დიდი ხანია დი მარიას შეძენას ცდილობენ. მათ რამდენჯერმე მიმართეს “ბენფიკას” ხელმძღვანელობას, მაგრამ უშედეგოდ. არგენტინელის ფასი 40 მილიონია. ამ ფასის გადასახდელად მზად არის, როგორც “ბარსა,” ისე “რეალი”.  “ბლაუგრანას” ამ ტრანსფერის გაჩარხვაში ლეო მესიც დაეხმარება, რომელიც დი მარიას თანამემამულეა. ისინი ერთად თამაშობენ არგენტინის ეროვნულ ნაკრებში.

 

წყარო:totalbarca.com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში