workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სელიუკი: “ტურე თითქმის ინგლისშია”

სელიუკი: “ტურე თითქმის ინგლისშია”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველის, იაია ტურეს აგენტმა, დიმიტრი სელიუკმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი თითქმის გადასულია ინგლისურ კლუბში, თუმცა მან არ დაასახელა რომელია ეს კლუბი.

“თუ ყველაფერი კარგად აეწყობა, იაია გადავა ინგლისში. მე არ შემიძლია ვთქვა კონკრეტულად რომელ კლუბზეა საუბარი. ჩვენ ყველაფერზე მოვილაპარაკეთ და ტრანსფერი მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე შედგება. “ბარსელონა” ტურეში 36 მილიონ ევროს ითხოვს. ეს დიდი თანხაა. თუ ჟოან ლაპორტას ამხელა თანხა სურს, მაშინ მას მოუწევს ახსნა, თუ რატომ თამაშობდა ჩემი კლიენტი ასე ცოტას.” ციტირებს სელიუკის სიტყვებს Press Asociation.

წყარო: sports.ru 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში