ბრუნო გიმარაეში ბარსელონაში გაემგზავრება, მაგრამ არ ითამაშებს

ბრუნო გიმარაეში ბარსელონაში გაემგზავრება, მაგრამ არ ითამაშებს

“ნიუკასლის” ნახევარმცველი ბრუნო გიმარაესი გუნდთან ერთად ბარსელონაში გაემგზავრება, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალის საპასუხო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამის შესახებ ინგლისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ედი ჰაუმ განაცხადა. 

ჰაუს თქმით, ბრაზილიელი ფეხბურთელი ჯერ ბოლომდე არ გამოჯანმრთელებულა კუნთის ტრავმის შემდეგ და ამიტომ მოედანზე გასვლას ვერ შეძლებს.

მწვრთნელმა განმარტა, რომ გიმარაეში გუნდთან ერთად კატალონიაში მხოლოდ თანაგუნდელების მხარდასაჭერად გაემგზავრება.

ბრუნო ორშაბათს დაბრუნდება. მისი გეგმაა, რომ ბარსელონაში წამოვიდეს, მაგრამ არა სათამაშოდ, არამედ გუნდის მხარდასაჭერად. აღდგენაზე ძალიან კარგად იმუშავა და ვფიქრობ, სანაკრებო პაუზის შემდეგ უკვე მზად იქნება სათამაშოდ.

ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ტრავმა 10 თებერვალს, “ტოტენჰემთან” მატჩში მიიღო. ამის შემდეგ მან უკვე რვა თამაში გამოტოვა. მიმდინარე სეზონში გიმარაეშს 9 გოლი და 7 საგოლე გადაცემა აქვს, რის გამოც მისი არყოფნა “ნიუკასლისთვის” საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაკლისია. 

two_wheeler

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია arrow_forward

forum კომენტარები (4)

  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 15 მარ 2026, 18:31

    ასეც წააგებთ და ისეც

  • me da barca
    schedule 15 მარ 2026, 01:40

    აუფფ, ეს რა გავიგე

    პსჟ-ს როგორ უწყობენ ხელს, თამაში ლიგის გამო გადადეს. ბარსას კი 2 დღე, რომ ქონდეს დასვენებისთვის, ტებასი მაინც არ გადადებს. ტებასის ოჯახში ირბინა შიშველმა ცხოველმა რუდიგერმა.

  • Rick Sanchez
    schedule 15 მარ 2026, 00:06

    აბა ანძრევს?

  • nika 54
    schedule 14 მარ 2026, 14:25

    საწყენია, რო ვერ დავტკბებით მისი თამაშით.