“ბარსელონა” ზაფხულში სავარაუდოდ შეზღუდულად ჩაერთვება სატრანსფერო საქმიანობაში, რადგან ხელფასების საკითხი კვლავაც სერიოზულ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ჟოან გარსიას ტრანსფერი დასრულებულია და კლუბი აგრძელებს ვინგერის ძიებას, სავარაუდოა, რომ ეს იქნება ის მცირე ცვლილებები, რაც კატალონიური კლუბი გააკეთებს.
ნახევარდაცვა, ალბათ, ბოლო ზონაა, სადაც “ბარსელონას” გაძლიერება ესაჭიროება – ამ პოზიციაზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა, თუმცა პრაქტიკულად ახალ დამატებად უნდა ჩაითვალოს მარკ ბერნალის დაბრუნება, რომელიც სერიოზული ტრავმის შემდეგ გუნდში ბრუნდება.
მოზარდმა ნახევარმცველმა სეზონი ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით სასტარტოში დაიწყო და მარკ კასადოსაც კი ამჯობინეს, თუმცა აგვისტოში “რაიო ვალეკანოსთან” მატჩში სერიოზული ტრავმა – ჯვარედინი მყესის დაზიანება – მიიღო და სეზონის ბოლომდე მოედანზე ვერ დაბრუნდა.
ბერნალი უკვე ერთი თვეა, სრული დატვირთვით ვარჯიშობს, რადგან ექიმებმა მას “მწვანე შუქი” აუნთეს. თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ იგი ტრავმის შემდეგ სრული ერთი წლის განმავლობაში ვერ ითამაშებდა – მის დაბრუნებას სექტემბრის დასაწყისისთვის ელოდნენ, რადგან დაზიანება აგვისტოს ბოლოს მიიღო.
თუმცა Cadena SER–ის ინფორმაციით, “ბარსელონა” აპირებს მისი დაბრუნება დააჩქაროს და მარკ ბერნალის სრულფასოვან ვარჯიშებში მონაწილეობას დაუშვებს სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის დაწყებისთანავე. ეს იმას ნიშნავს, რომ ბერნალს ექნება რეალური შანსი, რომ თავიდანვე იბრძოლოს სათამაშო წუთებისთვის. ფლიკი თავის ფეხბურთელებს შეკრებაზე 13 ივლისს დაიბარებს.
ბერნალი და კონკურენცია
მას შემდეგ, რაც ბერნალი ტრავმირებული იყო, მარკ კასადომ და ფრენკი დე იონგმა დაამტკიცეს, რომ პედრის გვერდით თამაში წარმატებით შეუძლიათ. კასადომ კარგი შთაბეჭდილება დატოვა “ბაიერნთან” და “რეალ მადრიდთან” გამართულ დიდ მატჩებში, ხოლო დე იონგმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი მოიპოვა.
თუმცა ბერნალს აქვს უნიკალური თვისებები – ფიზიკურობა და ტექნიკური უნარების ნაზავი – რაც არცერთ სხვა მოთამაშეს არ ახასიათებს. ეს კომბინაცია “ბარსელონას” შუა ხაზს განსხვავებულ ელემენტებს შემატებს.
აცადეთ ბოლომდე გამომჯობინება
ვინც ამას ბუსკეტს ადარებთ თქვენს პირს შაქარი, იმედია მართლა მომავალი სერხიო იქნება.
იმედია ფორმას აღიდგენს და ტრავმა არ გატეხავს.
ბერნალი რო დაბრუნდება დრო დასჭირდება ფორმაში შესასვლელად
კი კარგი იქნება ეგ ნადირი რომ დაიმატონ. 32 წლისაა, გამოცდილია, მაგარ ჯანზეა და კარგადაც თამაშობს. გამოჩნდა არსენალი მაგის გარეშე რაც არი. თან 17 წლის ბერნალი სულ ვერ და არც ითამაშებს. ნელ-ნელა უნდა შეაპარონ ძირითადს. 1 წელი მარტო ფორმაში შესვლას შეიძლება დაჭირდეს. პედრი უკონკურენტოა. უბრალოდ ერთი პრობლემაა,რომ დიდი კონკურენცია იქნება ერთ პოზიციაზე. დე იონგი, გავი, კასადო, ფერმინი დროის გადანაწილების ამბავი იქნება თავსატეხი. მერე დაიწყება წუწუნები და ბუტიაობა. ნუ კაი, რადგან არ ყიდიან, დე იონგი მიიღებს მაინც ყველაზე მეტ დროს. ხან საყრდენზე იქნება, ხან 6 იანზე. ფერმინი პედრის დაასვენებს ხოლმე. აი გავის და კასადოს მოუწევთ მაგარი ჭიდაობა. მაინც არ მგონია პარტეი დავიმატოთ.
დეიონგის ჩამშლელზე დაყენებას ჯობია ის ზანგი დაიმატონ, პარტეი თუ ვინც არის, იქნებ ბერნალიც მოიხოდოს, კარგად დაბრუნდეს და მერე ნამდვილად იქნება შესაძლებელი ქეთინოს გაყიდვა
რეალურად ნომინალური საყრდენი მხოლოდ ბერნალია ტალანტი ნიჭი სქილები ყველაფერი აქვს ოღონდ არ ვიცით ასეთი ტრავმის შემდეგ როგორი დაბრუნდება პრეცენდენტი აგერ გავი გვაქვს რომელსაც არც მენტალიტეტი აკლია და არც გამოცდილება მიუხედავად ამისა ვნახეთ როგორ გაუჭირდა თუმცა ბოლო თამაშებში აჩვენა ძველი გავის საუკეთესო თვისებები ! ამხელა სეზონის და ერთდროულად სამ ტურნირზე მონაწილეობის გამო მაინც იმ აზრზე ვარ რომ იმ ცხოველ ტომას პარტეის დამატება ნამდვილად ღირს მითუმეტეს შარშანდელი სეზონის შემდეგ როცა ვნახეთ ბერნალის ტრავმას კასადოს ტრავმა მოჰყვა და დე იონგის იმედად დავრჩით რომელიც საერთოდ არ არის საყრდენი
ახალი ბუსკეცი იჩეკება მემგონი.ძალა,ტექნიკა ყველაფერი აქვს და პედრიც თავის ადგილზე გადავა იმედია იგივე მონსტრი დაბრუნდება რაც იყო და დანარჩენს ჰანსი ძია მიხედავს
კარგი იქნება თუ ბერნალი არ მიიღებს მსგავს ტრავმას ესეთ შემთხვევაში ბარსაშიც ძირითადში იქნება და მაქსიმუმ 6 თვეში ესპანეთის ნაკრებშიც დაუძახებენ ყველაზე დიდი ტალანტია ეს ბიჭი მისი ფიზიკური მონაცემები ტექნიკა და საფეხბურთო აზროვნება სრულიად სხვა ლეველზეა
ბერნალი იმენა ბუსკეცია. ეს კიდე უფრო გაუხსნის პედრის ფრთებს. იმედია ისეთივე ნადირი დაბრუნდება.