მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო, უკვე თვეზე მეტია არ დალაპარაკებია გუნდის გოლკიპერს იკერ კასილიასს.
როგორც კატალონიური ყოველდღიური გამოცემა “სპორტი” იტყობინება, მოურინიოსა და კასილიასს შორის უთანხმოება ესპანეთის სუპერთასის ორი შეხვედრის შემდეგ დაიწყო, სადაც “რეალის” მეტოქე კატალონიის “ბარსელონა” გახლდათ. ამ მატჩების დასრულების შემდეგ, “ბლანკოსის” მეკარემ კარლეს პუიოლს და ჩავი ერნანდესს დაურეკა და განიხილა სტადიონზე მომხდარი ჩხუბი და არეულობა. საბოლოოდ ფეხბურთელებმა ყველაფრის დავიწყება გადაწყვიტეს. სწორედ ეს არ მოეწონა პორტუგალიელ სპეციალისტს, თუმცა ხმა არ ამოუღია. “ლა ლიგას” დაწყების წინ, “თეთრების” მოთამაშეები დასვენებას ითხოვდნენ, მაგრამ მოუმ ვარჯიში უბრძანა. იკერმა, როგორც გუნდის კაპიტანმა ხმა ამოიღო და თქვა, რომ უმჯობესი იქნებოდა ცოტახნით დაესვენათ. ამაზე ჟოზე გამწარდა და საპასუხოდ ასეთი რაღაც უთხრა: “წადი და შენს “ბარსელონაში” მყოფ მეგობრებს ჰკითხე, ვარჯიშობენ თუ არა ისინი.”



