ესპანური “ბარსელონას” პრეზიდენტმა სანდრო როსელმა, კომენტარი გაუკეთა კლუბის ყოფილი პირველი პირის, ჟოან ლაპორტას სიტყვებს, რომელმაც თქვა, რომ ახლანდელი ხემძღვანელობა ცდილობს მისი წარსულიდან რაიმე ცუდის ამოქექვას და მის დადანაშაულებას.
როგორც მოგეხსენებათ, როსელმა და მისმა თანაგუნდელებმა უკვე მოუძებნეს ლაპორტას მინუსები და მას ბრალად დასდეს “ბარსას” პრეზიდენტობისას კლუბის საკუთრებაში არსებული ფულის გაფლანგვა, განიავება.
“თუკი ჩვენ ყველა უაზრობას, რასაც “ბარსელონაზე” სხვადასხვა სოციალური ქსებელის საშუალებით იძახიან პასუხს გავცემთ, მაშინ პრაქტიკულად კლუბისთვის მუშაობას შევწყვეტთ. ასეთი რაღაცეებისთვის არ გვცხელა. რა თქმა უნდა არაფერს ვიტყვი ლაპორტას განცხადებასთან დაკავშირებით. მე უყურადღებოდ ვტოვებ მის და საერთოდ პოლიტიკის აზრს.” –ციტირებს სანდროს სიტყვებს ყოველდღიური ესპანური გამოცემა AS.
