workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
რაიო ლოგო

რაიო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონა ჯონათან ტასთვის ბრძოლაში ლიდერობს [Sport]

ბარსელონა ჯონათან ტასთვის ბრძოლაში ლიდერობს [Sport]

“ბარსელონა” “ლევერკუზენის” ცენტრალურ მცველს ჯონათან ტას არ ივიწყებს და მისი გადმობირებისთვის კვლავ იბრძვის. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.

გადაწყვეტილია, რომ ტა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ “ლევერკუზენს” დატოვებს. ფეხბურთელი კონტრაქტს არ ახანგრძლივებს და მან ამის შესახებ გერმანულ კლუბს უკვე აცნობა. ეს ნიშნავს, რომ 29 წლის უკანახაზელი ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება.

წყაროს ცნობებით, ტას სიტუაციას “ბარსა” და “ბაიერნი” ყურადღებით აკვირდებიან, მაგრამ გერმანელი მცველისთვის ბრძოლაში კატალონიელები ლიდერობენ. “ბლაუგრანას” უპირატესობის მთავარი მიზეზი ჰანსი ფლიკია, რომელიც ჯონათანს კარგად იცნობს და რომელსაც შეუძლია, ფეხბურთელი “ბარსელონაში” გადმოსვლაში დაარწმუნოს.

“ბარსას”, თავის მხრივ, ტას დამატების ვარიანტი ძალიან მოსწონს, რადგან კლუბს შანსი აქვს, გამოცდილი მოთამაშე ხელში უფასოდ ჩაიგდოს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (13)

  • Visca barca
    schedule 22 აპრ 2025, 21:08
    #13

    ციტატა: Niclaus
    ბარსამ ცოტა ბიზნესის კეთება თუ არ დაიწყო არაფერი გამოუვა ასე. რეალიც კი ყიდის კარგ ფეხბურთელებს თუ სარფიანი შემოთავაზებაა და არაუხო ნამდვილად არარ არის ის, ვისი გაყიდვაც არ შეიძლება. 60+ მილიონად მადლობებით უნდა გავუშვათ. ტას უფასოდ მოყვანაც მშვენიერი გარიგებაა.

    მართალი ხარ სანამ არ განულდება სატრანსფერო ფასი მანამდე არ ყიდიან ფეხბურთელებს

  • Niclaus
    schedule 22 აპრ 2025, 21:02
    #12

    ბარსამ ცოტა ბიზნესის კეთება თუ არ დაიწყო არაფერი გამოვა ასე. რეალიც კი ყიდის კარგ ფეხბურთელებს თუ სარფიანი შემოთავაზებაა და არაუხო ნამდვილად აღარ არის ის, ვისი გაყიდვაც არ შეიძლება. 60+ მილიონად მადლობებით უნდა გავუშვათ. ტას უფასოდ მოყვანაც მშვენიერი გარიგებაა.

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 22 აპრ 2025, 20:58
    #11

    კროსტენსენის მაგივრად მოვა ეს. არაუხოც თუ წავა და მასში აღებული ფულით ვან დე ვენს მოვიყვანთ, იდეალური იქნება. და დაცვის ხაზი იქნება: კუბარსი, ვან დე ვენი, ტა, ინიგო, გარსია. მომდევნო სეზონში ინიგო დაგვტოვებს და აკადემიიდან დავაწინაურებთ ვინმეს

  • Visca barca
    schedule 22 აპრ 2025, 20:52
    #10

    ციტატა: Don_Andresito

    ციტატა: Rick Sanchez
    კრისტენსენის გაშვება არ მინდა. ტა რომ მოდის მშვენიერია, მაგრამ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა არაუხოს ფორმაში შესვლა, იქნებ შემდეგი სეზონიდან ფლიკის სისტემას აუყოლოს ფეხი. მეეჭვება, მაგრამ რა ვქნა მევასება ეგ კაცი.

    არაუხო ყოველთვის შეცდომების გარანტია. მაგას უფრო სისტემური დაცვის გუნდი უნდა, ინტერში გაუვალი იქნებოდა, ძველ ატლეტიკოშიც. ლივერპულსაც მოუხდებოდა, ვან დეიკი და ეგ ტოპ ცენტრს შექმნიდნენ, ნიუკალსაც უნდაო და იქნებ ისაკში გავცვალოთ. ფაქტია ტა კარგი მცველია, მართალია 3 ცენტრალურ მცველიან სტილს თამაშობს მთელი ცხოვრება მარა 4 მცველიანშიც ითამაშებს. ტა, კუბარსი და ინიგო 1 წელი კიდე გაქაჩავს, მეოთხე მცველად ან კრისტიანსენს უნდა გაუხანგრძლივონ მარა ძაან ტრავმანია, ან გარსია უნდა დარჩეს. ფაქტია ერიკს ენდობა ფლიკი, საყრდენზეც ქაჩავს სუსტ გუნდებთან. ამიტო არაუხო ცოდოა გუნდში იყოს და მეოთხე ალტერნატივა იყოს, როცა შეგვიეძლია 60+ მილიონი ავიღოთ და ეგ ფული კარგ შემტევს მოვახმაროთ. მენანება ბაზარი არაა, მარა ფლიკი თუ დარჩება რამდენიმე წელი არაუხო სკამიდან ვერ ადგება. თორე ჩავის ფორმაციიის დაცვაში კარგი იყო პირველ წელს. თუ ოდესმე ისეთი მწვრთნელი მოვა ვინც ამოწეულ დაცვას და თამაშგარის მახეს არ იყენებს მოგვენატრება ცხოველი მარა ამ ეტაპზე ტას უფასოდ მოსვლა და არაუხოში ფულის აღება ჯობს როცა სხვა პოზიციებზე უფრო გვიჭირს. აკადემიას რაც შეეხება დიდი იმედი არ მაქვს რო ვინმე წამოგვეწევა. კუენკა სადებიუტო 5 წუთში ლიგაზე ბარტრასავით ათრიეს, სერხი დომინგესიც ძაან იხმარეს ოსასუნასთან, ოლმედო ცუდი ბიჭი არაა მარა რავი რა. მოკლედ ამ ეტაპზე ლა მასიიდან მცველს არ ველი. ტონი ფერნანდესი, დანი როდრიგესი, ჩავი ესპარტი და გილე როდრიგესი არიან ჩემი ფავორიტები. პრესეზონზე რომელიმე მაინც იფეთქვს

    კიმ ჟუნიეტს დავამატებდი კიდევ

  • Don_Andresito
    schedule 22 აპრ 2025, 20:48
    #9

  • Albicelecte
    schedule 22 აპრ 2025, 19:48
    #8

    არაუხო ლივერში, 65 იხდიან და კიდევ შეიძლება 5-10 დაამატებინო და ნახვამდის….
    ტახი ატრანაკლები ცხოველია, პლუს არის კრისტენსენიც და ლა მასიაც მუშაობს

  • pedri8
    schedule 22 აპრ 2025, 17:29
    #7

    კარგია ტა მაგრამ იქნებ შეძლოს კრისტენსენმა რამენაირად შანსის მიღება არარსი გასაშვები კაცი

  • Rick Sanchez
    schedule 22 აპრ 2025, 17:23
    #6

    კრისტენსენის გაშვება არ მინდა. ტა რომ მოდის მშვენიერია, მაგრამ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა არაუხოს ფორმაში შესვლა, იქნებ შემდეგი სეზონიდან ფლიკის სისტემას აუყოლოს ფეხი. მეეჭვება, მაგრამ რა ვქნა მევასება ეგ კაცი.

  • nika 54
    schedule 22 აპრ 2025, 17:02
    #5

    ციტატა: Leao
    მარიორკას თამაშის მერე რამდენი თამაში დაგჩა ან სად უნდა ნახო

    https://www.tntsports.co.uk/football/la-liga/2024-2025/calendar-results.shtml

    ციტატა: Flying Dutchman
    მემგონი არაუხოს ბარსელონური დღეები დათვლილია

    კი მე მგონი ივნისის ბოლომდე.

  • Leao
    schedule 22 აპრ 2025, 16:57
    #4

    მარიორკას თამაშის მერე რამდენი თამაში დაგჩა ან სად უნდა ნახო

  • Lasha Tchelidze
    schedule 22 აპრ 2025, 16:51
    #3

    ბევრად უფრო ჭკვიანი მცველია ეს ვიდრე არაუხო და გამოადგება ფლიკს მაგრაად❤️ისე კრისტენსენი იქნებოდა ამ ტაქტიკაში იდეალურიი)))

  • alwaysculerr
    schedule 22 აპრ 2025, 16:16
    #2

    ციტატა: Flying Dutchman
    მემგონი არაუხოს ბარსელონური დღეები დათვლილია

    და სამწუხაროდ კრისტინასიც

  • Flying Dutchman
    schedule 22 აპრ 2025, 15:27
    #1

    მემგონი არაუხოს ბარსელონური დღეები დათვლილია