მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
იბრაჰიმოვიჩი გვარდიოლასთან მომხდარ კონფლიქტზე საუბრობს

იბრაჰიმოვიჩი გვარდიოლასთან მომხდარ კონფლიქტზე საუბრობს

შვედმა ფორვარდმა ძალიან გააბრაზა გვარდიოლა, როცა ამ უკანასკნელმა მას “ბარსაში” ყოფნის დროს სათადარიგოთა სკამზე მიუჩინა ადგილი. “შენ კვერცხები არ გაქვს”, “შენ ჩაისვარე მოურინიოს შიშით” და “ჯანდაბამდე გზა გქონია” – ეს ყველაზე მსუბუქი გამონათქვამებია იბრაჰიმოვიჩის “მარგალიტებიდან”, რაც მან “ბლაუგრანას” მწვრთნელის მისამართით გამოიყენა.

 

2009-10 სეზონის ბოლო კვირას შვედმა ფორვარდმა უამრავი შეურაცმყოფელი რეპლიკა გააკეთა გვარდიოლას მისამართით. ამაზე თავად ფეხბურთელი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში ყვება.

 

“ელ მადრიგალეს” სკანდალი

იბრაჰიმოვიჩმა “გემრიელი” ლუკმის მიცემა დაჰპირდა ჟურნალისტებს რამდენიმე კვირის უკან და არც მოუტყუებია ისინი. “მილანის” ამჟამინდელმა ფორვარდმა საზოგადოებას განუცხადა, რომ მთავარი კონფლიქტი მასსა და გვარდიოლას შორის “ვილიარეალის” წინააღმდეგ “ელ მადრიგალეზე” გამართული მატჩის შემდეგ მოხდა. ეს ის დროა, როცა “ბარსა” ჩემპიონთა ლიგის ნახევარ-ფინალს “ინტერმა” გამოთიშა. “ვილიარეალთან” მატჩში იბრაჰიმოვიჩი სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ხოლო მის ნაცვლად მოედანზე იმყოფებოდა ბოიანი, რომელმაც გოლიც გაიტანა. “მე მას ვუყვიროდი: შენ არ გაქვს კვერცხები! და რა თქმა უნდა, უფრო ცუდ გამონათქვამებს ვხმარობდი.” – ამბობს იბრაჰიმოვიჩი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში. “შენ თავიდან ფეხებამდე ჩაისვარე მოურინიოს წინაშე, ჯანდაბამდე გზა გქონია.”

თავდამსხმელი აღიარებს, რომ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. “მე სავსებით გამოვედი წყობიდან. ” -ირწმუნება ის. “მე რომ გვარდიოლას ადგილას ვყოფილიყავი, ძალიან შემეშინდებოდა.”

 

შური მესის, ჩავის და ინიესტას მიმართ

იბრა აღნიშნავს, რომ მესის როლის შეცვლა და ის ფაქტი, რომ გვარდიოლა დაეთანხმა არგენტინელის ცრუ ცენტრ-ფორვადად გადაყვანას, იყო გადაწყვეტილება, რომელმაც სპორტული თვალსაზრისით ავნო შვედს და ასევე იქცა პეპთან ურთიერთობის გაფუჭების ერთ-ერთ გადამწყვეტ მიზეზად.

“მილანის” ფორვარდი “ბლაუგრანას” გასახდელსაც აღწერს და აღნიშნავს, რომ მესი, ჩავი და ინიესტა იყვნენ სკოლის მოსწავლეებივით, რომლებსაც არავითარი პროტესტის გრძნობა არ გააჩნდათ.

 

უკმაყოფილება სპორტული მანქანების აკრძალვის გამო

შვედი ფორვარდი არამარტო სპორტული თვალსაზრისით იყო განაწყენებული, არამედ ის ვერ იგებდა გვარდიოლას მოტივებს, რომ ფეხბურთელებს არ გამოეყენებიათ ისეთი ელიტარული მანქანები, როგორებიცაა ფერარი ან პორშე და დაკმაყოფილებულიყვნენ სპონსორის მიერ ბოძებული ავტომობილებით.

თუმცა, თავის მხრივ იბრა პეპის მადლობელი უნდა იყოს ავტომობილების შეზღუდვის გამო, რადგან თავად ფეხბურთელი აღიარებს, რომ უსაზღვროდ უყვარს სიჩქარე: “მანქანას ყოველთვის გიჟივით ვატარებ. მე მივლია 300 კმ.სთ სიჩქარით და მომიტოვებია პოლიცია უკან. ისეთებს ჩავდივარ, გაფიქრებაც კი შემზარავია.” – აცხადაბს იბრაჰიმოვიჩი და იქვე აღიარებს, რომ თოვლიანობის დროს ესპნაეთში კედელსაც შეეჯახა.

 

“რეალი” – რაიოლას ფანდი

ასევე გამაოგნებელია იბრაჰიმოვიჩის აღიარებითი ჩვენება მინო რაიოლასთან ერთად მოფიქრებული გეგმის შესახებ, რათა ამით “მილანში” მინიმალურ ფასში გადასვლის პროცესი დაეჩქარებინა. “გუნდში ვილიას მოსვლის შემდეგ მივხვდი, რომ წასვლაზე უნდა მეფიქრა და ჩვენ განვაცხადეთ, რომ შეთანხმება გვქონდა მადრიდელებთან. ასე მივაღწიეთ “მილანში” გადასვლას”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში