მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კასილასი – მესის საყვარელი “მსხვერპლი”

კასილასი – მესის საყვარელი “მსხვერპლი”

“ბარსელონას” პირველი გუნდის რიგებში გაწევრიანების შემდეგ, ლეო მესიმ ოფიციალურ მატჩებში ჯამში 202 გოლი გაიტანა. მესის “მსხვერპლებს” შორის ყველაზე გამორჩეული მადრიდის “რეალის” კიპერი, იკერ კასილიასია.

 

2005 წლის 1 მაისი – დღე, როცა ლეო მესიმ თავისი პირველი გოლი გაიტანა “ბარსას” ძირითადი გუნდის მაისურით. 2011 წლის 1 ნოემბერი – ჩეხური გუნდის, “ვიქტორია პლზენის” მეკარე პავლიკმა საკუთარ მხრებზე გადაიტანა არგენტინელი ტალანტის საიუბილეო მე-200-ე გოლი, რასაც 201-ე და 202-ე გოლების მიჰყვა. ხსენებულ თარიღებს შორის ლეომ უამრავი გუნდი და უამრავი მეკარე “დააწიოკა”.

 

დღევანდელი მონაცემებით ლეო მესიმ ყველაზე ბევრჯერ მადრიდის “რეალის” კაპიტანი და კიპერი, იკერ კასილიასი შეაწუხა. “ბარსას” “10”-ანმა დედაქალაქებთან გამართულ 15 დაპირისპირებაში, 13-ჯერ აიღო იკერის კარი. “რეალის” კარში გატანილი ყველა გოლი სასიხარულოა გულშემატკივერბისთვის, თუმცა რამდენიმე მათგანი განსაკუთრებულად გამორჩეულია. მაგალითად ორი გოლი, რომელიც მესიმ ისტორიულ “2:6”-ს დღეს გაიტანა “ბერნაბეუზე”. ასევე ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარ-ფინაურ შეხვედრაში შესრულებული დუბლი.

 

კასილიასს ფეხდაფეხ მოსდევს “სევილიელთა” მეკარე პალოპი. იგი ლეომ 11 გოლით დააჯილდოვა. მესის საყვარელ “მსხვერპლთა” სიაში მესამე პოზიციაზეა ტონიო – 9 მიღებული გოლით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში