მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
როსელი: ”ზოგიერთებს კრიტიკით მესიზე ზიანის მიყენება სურდათ”

როსელი: ”ზოგიერთებს კრიტიკით მესიზე ზიანის მიყენება სურდათ”

ესპნანური ”ბარსელონას” პრეზიდენტმა, სანდრო როსელმა კომენტარი გააკეთა იმ კრიტიკის შესახებ, რომელიც ბოლო დროს ლეო მესის მიმართ ისმოდა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე მატჩში გოლის ვერ გატანის შემდეგ დაიწყო საუბრები, რომ მესის საფებხურთო თამაშში კრიზისი დაეწყო.

”ის რასაც მესიზე საუბრობდნენ – უბრალოდ ცირკია. ეს კომენტარები ფეხბურთელის წყობიდან გამოსაყვანად კეთდებოდა” – განაცხადა როსელმა.

ამას გარდა ”ბარსას” პრეზიდნეტმა აღნიშნა, რომ არ ადარდებს ეროვნულ ჩემპიონატში ”მადრიდის ”რეალის” ლიდერობა: ”ჩემპიონატი ახლახანს დაიწყო. წინ ბევრი მატჩია ჩასატარებელი. ამიტომაც ”რეალის” ლიდერობა საერთოდ არ მადარდებს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში