პიკემ, მესიმ და სესკმა, 10 წლის წინ ”კადეტის” თანაგუნდელებმა მიმდინარე სეზონში ერთად მოედანზე 27 წუთი დაჰყვეს. ამასთანავე გუნდმა გაიტანა ერთი გოლი და საკუთარი კარი მშრალად შეინახა.
გასულ ზაფხულს სესკის ტრანსფერის დროს ბევრი იწერებოდა 87 წლის თაობაზე, რომელიც პირველ გუნდში შეიკრიბა. 3 თვის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ მათ მოედანზე ერთად მხოლოდ 27 წუთი გატარეს. მცველისა და ნახევარმცველის ტრავმებმა მათ საშუალება არ მისცა მოედანზე მეტი დრო გაეტარებინათ.
”ბარსა” – ”რეალი”: 8 წუთი ერთად
პირველად მოედანზე მათი შეხვედრა 17 აგვისტოს მოხდა, ეს ”რეალთან” სუპერთასის განმეორებითი მატჩი იყო. მატჩის 81-ე წუთზე ფაბრეგასი მოედანზე გამოვიდა და ამგვარად მესიმ, პიკემ და სესკმა მოედანზე ერთად 8 წუთი გაატარეს.
”ბარსა” – ”ატლეტიკო”: 19 წუთი
შემდეგ მცველის ტრავმამ მათ 24 სექტემბრამდე ერთად თამაშის საშუალება არ მისცა. ამ დღეს ”ბარსამ” ”ატლეტიკო” გაანადგურა. პიკე და მესი ძირითად შემადგენლობაში გამოვიდნენ, სესკი კი მოედანზე 53-ე წუთზე შევიდა. 19 წუთის შემდეგ მოედანი პიკემ დატოვა.



