“ბარსელონა ბ”-ს თავდამსხმელმა, ჯონათან სორიანომ, რომლის მიმდინარე კონტრაქტიც სეზონის დასრულებისთანავე იწურება, პორტუგალიურ რადიოსადგურ TSF-სთან ინტერვიშუ განაცხადა, რომ “ბენფიკაში” გადასვლა მისთვის ერთ-ერთი ოფციაა და ამასთან დაკავშირებით კლუბის ხელმძღვანელობასთან საუბარს გეგმავს.
სორიანომ თქვა: “მიზეზი, რის გამოც “ბენფიკაში” გადავიდოდი, არის ის, რომ ეს არის შესანიშნავი ისტორიის მქონე დიდი კლუბი, რომელიც ხშირად გამოდის ჩემპიონთა ლიგაზე და მუდმივად იბრძვის პირველობისთვის პორტუგალიაში.” მან განაცხადა, რომ კარგად იცნობს “ბენფიკას” რამდენიმე ფეხბურთელს, მათ შორის სავიოლასა და ოსკარ კარდოზოს და აღნიშნა, რომ პირადად ესაუბრა ტელეფონზე თავის ყოფილ თანაგუნდელს, ნოლიტოს.
გასულ სეზონში, სორიანომ 32 გოლი გაიტანა მეორე დივიზიონში თამაშისას. ახლა იგი ტრავმირებულია. ტრავმა მან “აუდის თასის” გათამაშებისას მიიღო.



