“ბარსელონას” სტუმრობა გუნდისთვის, რომელიც ბოლო 35 წელია არ მოხვედრილა “ლა ლიგაში”, მნიშვნელოვანი იქნება. განსაკუთრებით, კი “გრანადას” თავდამსხმელისთვის დანი ბენიტესისთვის.
ანდალუსიური გუნდის თავდამსხმელმა დანი ბენიტესმა განაცხადა, რომ ის დიდი ხანი ელოდა ამ შეხვედრას. მისი კუმირი ხოსეპ გვადრიოლაა, ამიტომ იგი “ბარსელონას” გულშემატკივრობს.
მან თქვა: “მე მახარებს ის ფაქტი, რომ მეღირსა “ბარსელონას” წინააღდეგ თამაში. ეს ჩემთვის დიდი გამოცდა იქნება. მე “ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ და სულაც არ მეშინია ამის თქმის. ჩემთვის დიდი სიამოვნება იქნება მათი თამაშის ყურება. მართალია, მე ახლა “ბარსას” ფანი ვარ, მაგრამ მალე ჩემი გუნდის წარმატებებსაც ავღნიშნავ.”
ბენიტესი თავის გუნდში ხშირად არტყამს პენალტს, როგორც ამას “ბარსელონაში” მესი აკეთებს. მან მისცა რჩევა არგენტინელს პენალტის დარტყმის შესახებ: “მე რომ მესი ვიყო, პენალტს ყოველთვის შუაში და ძლიერად დავარტყამდი. თუ მსოფლიოს სხვა გუნდებმა იცის, თუ როგორ არტყამ შენ, მაშინ აუცილებლად უნდა შეცვალო დარტყმის მანერა, რადგან არ განმეორდეს ის ფაქტი, რაც “სევილიასთან” თამაშის დროს მოხდა.”
