მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხოაკინი: “მესი რონალდუსაც ჯობია და ყველა დანარჩენსაც”

ხოაკინი: “მესი რონალდუსაც ჯობია და ყველა დანარჩენსაც”

 

ესპანური “მალაგას” ნახევარმცველმა ხოაკინ სანჩესმა, ყოველდღიურ გამოცემა AS–თან ინტერვიუში პარალელი გაავლო კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელ, ლიონელ მესისა და მადრიდის “რეალის” შემტევის, კრიშტიანუ რონალდუს შორის. მან არგენტინელის მხარე დაიჭირა და თქვა, რომ იგი ბევრად უკეთესია, ვიდრე პორტუგალიელი და უამრავ კომპონენტში ჯობნის მას.

 

“რა თქმა უნდა რონალდუ შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ ფაქტი ფაქტია: დღეისათვის მესი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა. ლეო მართლაც რომ ბრწყინვალეა და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მისი ცქერით ხალხი სიამოვნებას იღებს. ყველა ბავშვს სურს მისნაირი გახდეს.” –განაცხადა ხოაკინმა.

 

ასევე ორი სიტყვით “მალაგას” ფეხბურთელზეც მოგახსენებთ. ხოაკინი აღზრდილია “ბეტისის” მიერ. იგი 2000 წლიდან 2006 წლამდე სწორედ ამ გუნდის ღირსებას იცავდა. შემდეგ “ვალენსიაში” გადაბარგდა და 158 ჩატარებულ შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა. რაც შეეხება მანუელ პელეგრინის გუნდში ასპარეზობას, ხოაკინი იქ წელს გადავიდა და უკვე 6 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2–ჯერ აიღო მეტოქის კარი.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში