workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ილქაი გიუნდოგანი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ

ილქაი გიუნდოგანი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ

“ბარსელონას” გამოცდილი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი “პარი სენ-ჟერმენთან” გამართულ მატჩს (1-4) გამოეხმაურა.

ძალიან იმედგაცრუებულები ვართ. ვგრძნობდით, რომ წითელ ბარათამდე მატჩს ვაკონტროლებდით.

არაუხოს მომენტი ვერ დავინახე. თუ რონალდმა შეცდომა დაუშვა, ალბათ, მან გაძევება დაიმსახურა.

ასეთ გადამწყვეტ მომენტებში დარწმუნებული უნდა იყო, გაქვს თუ არა ბურთის მოპოვების შანსი, წინააღმდეგ შემთხვევაში აგრესიული თამაშისგან თავი უნდა შეიკავო. არ ვიცი, შეეხო თუ არა არაუხო ბურთს. ასეთ დროს უკეთესია, მეტოქეს მეკარესთან პირისპირ გასვლის საშუალება მისცე. მოწინააღმდეგემ, შესაძლოა, მომენტი ვერ გამოიყენოს, ან მეკარემ მოიგერიოს ბურთი, ან თუნდაც გოლი გაუშვა… მატჩის დასაწყისში წითელი ბარათის მიღება ყველაფრის დასასრულს ნიშნავს.

ეს ჩემპიონთა ლიგაა. მეტოქეს მნიშვნელობა არ აქვს, ქამბექი შეუძლებელია, თუ ფეხბურთელი გაძევებული გყავს.
ვფიქრობ, თერთმეტმეტრიანი დავისახურე. მივრბოდი და მარკინიოსმა აშკარად დამბლოკა. მსაჯს ვუთხარი, რომ პენალტი იყო და სანაცვლოდ ყვითელი ბარათი მივიღე.
იმედგაცრუების განცდა გვაქვს. ყველაფერი ჩვენს ხელში იყო და პსჟ-ს ძალიან მარტივად დავუთმეთ.

– ციტირებს გიუნდოგანის სიტყვებს CBS Sports Golazo.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (8)

  • nika 54
    schedule 19 აპრ 2024, 17:51

    ჩვენ დაგვაწყდა ნერვები და ახლა მოედანზე მყოფებს რო მოუვიდოდათ. ცხელ გულზერას არ იტყვის ადამიანი, თუმცა არაუხოზე სწორი თქვა არ შეიძლებოდა ასე თამაში. 10 კაცით აუცილებლად დაგვერხეოდა უნდა ეფიქრა.

  • ნოე
    schedule 19 აპრ 2024, 01:35

    წადი შენი პაკაზუხა დედაც მოვტ*ყან

  • Don_Andresito
    schedule 18 აპრ 2024, 10:41

    ციტატა: Gigo1989

    ციტატა: Rick Sanchez
    მეორე გოლი როგორც კი გავუშვით ამის მომენტი გოლით რომ დამთავრებულიყო…


    მაქედან გასატანი ქონდა

    პენალი ამაზე იყო და ამას არავინ საუბრობს რატომღაც


    იასნა აბა რეალი ყოფილიყო ან პსჟ "დაჩაგრული"' გადაჭრელდებოდა პრესა. ეგ იმიტო რო პერესიც და ხელაიფიც მსაჯებს ზეწოლის ქვეშ ამყოფებენ ლაპორტა კიდე აქაც ჩმორია. აი დარწმუნებული ვარ რეალის ფეხბურთელის მსგავსს მოქმედებას ყვითლით შეაფასებდა მსაჯი

  • Gigo1989
    schedule 17 აპრ 2024, 21:15

    ციტატა: Rick Sanchez
    მეორე გოლი როგორც კი გავუშვით ამის მომენტი გოლით რომ დამთავრებულიყო…


    მაქედან გასატანი ქონდა

    პენალი ამაზე იყო და ამას არავინ საუბრობს რატომღაც

  • Rick Sanchez
    schedule 17 აპრ 2024, 19:32

    მეორე გოლი როგორც კი გავუშვით ამის მომენტი გოლით რომ დამთავრებულიყო…

  • alwaysculerr
    schedule 17 აპრ 2024, 15:58

    ფაიზაღი იბაზრა და არაუხოსთვის ეს იქნება მწარე გაკვეთილი. ჯერ ყველაფერი წინაა ბრატცი და არაუხოს გაშვება დიდი დანაშაული იქნება.

  • ♠️Spookyfy♠️
    schedule 17 აპრ 2024, 15:51

    Raketas gashvebis mere egreve unda daetriat es.

  • isakichi
    schedule 17 აპრ 2024, 15:36

    საიდან სად მოხვდა ეს კაცი…ჩაუშხამეს კარიერის ბოლო წლები