მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” და “პლზენის” რეკორდები

“ბარსელონას” და “პლზენის” რეკორდები

გუშინდელი დაპირისპირების შემდეგ, კატალონიის “ბარსელონამ” და “ვიქტორია პლზენმა” საინტერესო რეკორდები დაამყარეს.

 

“ბარსელონამ” გაიმეორა მიუნხენის “ბაიერნის” მიღწევა. “ლურჯ–ბროწეულისფერები” ჩემპიონთა ლიგაზე უკვე ზედიზედ 24 თამაშია იტანენ. ეს ნამდვილად შესანიშნავი შედეგია. პრაქტიკულად წინა სეზონის არცერთი მატჩი არ ჩაუტარებიათ მეტოქის კარის აღების გარეშე და ამ რეკორდის კიდევ უფრო გაზრდის ალბათობაც არსებობს, რადგან ისინი შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან და აგრძელებენ კარგად გამოსვლას.

 

საინტერესო რეკორდი (თუ ანტირეკორდი) დაამყარა “პლზენმა”. ჩეხები გახდნენ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში მეორე გუნდი, რომელმაც ვერ მოახერხა მეტოქის კარის მიმართულებით დარტყმა. პირველი, ვინც ეს “გმირობა” ჩაიდინა იყო ლონდონის “არსენალი”. მათ, გასულ სეზონში, სწორედ “ბარსას” წინააღმდეგ ვერ მოახერხეს ვერცერთხელ ვიქტორ ვალდესის შეწუხება. ასე და ამგვარად “მეთოფეები” და “ვიქტორია” გახდნენ პირველი გუნდები, რომლებმაც ამ რეკორდის დამყარება შეძლეს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში