მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”–”პლზენი”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“ბარსელონა”–”პლზენი”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

კატალონიის “ბარსელონას” რამდენიმე ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის მატჩის დასრულების შემდეგ.

 

დავიდ ვილა: “დღეს მოგება უფრო გაგვიჭირდა, ვიდრე წინა მატჩებში. ამის მიუხედავად მაინც კმაყოფილები ვართ, რადგან მიზანს მივაღწიეთ და მოვიპოვეთ სამი ქულა. საბოლოო ჯამში ანგარიშში მცირე სხვაობის მიუხედავად, კარგად ვითამაშეთ. რაც შეეხება ლიონელ მესის, მან ვერ გაიტანა, თუმცა იგი “ბარსელონას” ნამდვილი ბომბარდირია და მომავალში კიდევ ბევრჯერ დაამწუხრებს მეტოქეს.”

 

ხავიერ მაშერანო: “ზოგჯერ ისე ხდება, რომ ქმნი ბევრ მომენტს, თუმცა ვერ ახერხებ ბევრი გოლის გატანას. “ბარსელონას” ნამდვილად ეკუთვნოდა ბევრად უფრო დიდი ანგარიშით გამარჯვება. ეს შედეგი ცოტა მატყუარაა, რადგან შეიძლება სულ სხვანაირი წარმოდგენა შეგექმნას მატჩზე. არადა მოწინააღმდეგემ ერთხელაც ვერ დაარტყა ჩვენი კარის მიმართულებით.”

 

დანიელ ალვესი: “კარგი თამაში იყო, იმის მიუხედავად, რომ უფრო დიდი სხვაობით უნდა მოგვეგო. რაც შეეხება მოურინიოს ნათქვამს, რომ ვითომ “ბარსელონა” უსუსტეს ჯგუფში მოხვდა, მისგან უკვე მივეჩვიეთ ამ ყველაფერს. ჟოზე ხშირად ცდილობს ყურადღების სხვაზე გადატანას. იგი შესანიშნავი მოლაყბეა, რაშიც ნამდვილად ვერ შევედრებით. ჩვენ ყველაფერს ბურთით ვამტკიცებთ და არა სიტყვით.”

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში