მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კომენტატორობა–უბრალოდ პროფესია, თუ ცხოვრების ნაწილი?

კომენტატორობა–უბრალოდ პროფესია, თუ ცხოვრების ნაწილი?

რას ნიშნავს იყო კომენტატორი? ეს სამუშაო თითქოს არაფერს მოითხოვს, მხოლოდ ორი სიტყვის გადაბმას და მართებულად საუბარს, თუმცა ყველაფერი სხვაგვარადაა. მიგყავდეს ფეხბურთის მატჩი პირდაპირ ეთერში, ეს საოცარია. შენ მთლიანად ჩართული უნდა იყო თამაშში და უნდა გრძნობდე მას. თავი შეხვედრის მონაწილედ უნდა ჩათვალო და ეკრანებთან მიმსხდარ მაყურებელს აგრძნობინო ის, რაც სტადიონზე ხდება. ემოციური, აქტიური, ობიექტური, სწორად მოაზროვნე, გრამატიკულად მოლაპარაკე–ეს იმ გრძნობების და თვისებების ჩამონათვალია, რაც ნამდვილ კომენტატორს უნდა ჰქონდეს. მოდით თავად ნახეთ ამ პროფესიის სხვადასხვა ეროვნების ადამიანები და შეაფასეთ, თუ რომლის წაყვანილი მატჩია უკეთესი (გთავაზობთ მათ ერთ–ერთ საუკეთესო რეაქციებს გოლის მომენტში).

 

1. ეს გახლავთ ესპანეთის სუპერთასზე “ბარსელონა”–”რეალის” მატჩისას ინგლისელი კომენტატორის, რეი ჰადსონის მართლაც ემოციური შეძახილები დავიდ ვილას ბრწყინვალე გოლის შემდეგ.

 

2. ეს გახლავთ ამერიკელი კომენტატორის რეაქცია იონ არნე რიისეს საჯარიმო დარტყმისას, რომელიც გოლით დასრულდა.

 

3. ეს გახლავთ რუსი კომენტატორის, ვალისი უტკინის ერთ–ერთი საუკეთესო წაყვანილი მატჩი. 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე ერთმანეთს იუგოსლავია და ესპანეთი შეხვდნენ და 90–ე წუთისთვის ანგარიში 3:2 გახლდათ იუგოსლავიელების სასარგებლოდ, თუმცა “ფურია როხას” ფეხბურთელებმა მსაჯის მიერ დამატებულ დროში ორი გოლი გაიტანეს და საბოლოო ანგარიში 3:4 დაფიქსირდა.

 

 

4. ყველას გახსოვთ 2009 წლის ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალი, “ჩელსი”–”ბარსელონა”, როდესაც ანდრეს ინიესტამ 92–ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა. გთავაზობთ ამ მომენტს არაბი კომენტატორის წამყვანობით.

 

 

5. კვლავ ინიესტას გოლი, რომელიც ამჯერად ესპანელ კომენტატორს მიჰყავს.

 

6. ყველამ იცის იტალიელი კომენტატორი ტიციანო კრუდელი. ალბათ მასზე ემოციური ადამიანი მსოფლიოში არ არსებობს. გთავაზობთ ზლატან იბრაჰიმოვიჩის გოლს, როდესაც კრუდელი გადაირია.

 

7. ეს კი ჩემთვის ნამდვილი შედევრია. ლიონელ მესის სასწაული გოლი “ხეტაფეს” წინააღმდეგ და კატალონიელი კომენტატორის შესანიშნავი რეაქცია.

 

8. და ბოლოს, დღე, რომელიც ყველას ემახსოვრება. საქართველომ ხორვატია დაამარცხა. ქართველი კომენტატორისთვის, დავით მინაშვილისთვის ეს შეხვედრა უდავოდ საუკეთესო გახდა იმ მატჩებს შორის, რაც ოდესმე მას წაუყვანია.

 

აი სულ ეს იყო. თქვენი აზრით ამ სიიდან, რომელია საუკეთესო კომენტატორი?

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში