მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დიოპი: “ჩვენ “ბარსელონას” ქულებს დავაკარგვინებთ”

დიოპი: “ჩვენ “ბარსელონას” ქულებს დავაკარგვინებთ”

სანტანდერის “რასინგის” ფეხბურთელმა, პაპაკოული დიოპმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მატჩის წინ, სადაც მისი გუნდი კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება, განაცხადა, რომ მათ ძალუძთ მოწინააღმდეგისთვის ქულების წართმევა.

“ვიცი, ბევრი ფიქრობს, რომ “კამპ-ნოუზე” არაფრის შანსი არ გვაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, მასპინძლებს ქულებს დავაკარგვინებთ. “ბარსელონას” უბრალოდ არ შეუძლია ყველა მატჩის მოგება. მთავარია “რასინგის” ფეხბურთელები, მშვიდად გავიდეთ მოედანზე და კატალონიელებს აუცილებლად დავამწუხრებთ. მნიშვნელოვანია ჩვენი კარის პირველი წუთების სუფთად შენახვა, რადგან თუ გოლი გაგვივიდა, მაშინ შეტევაზეც მოგვიწევს წასვლა და უკვე გაგვიჭირდება.” -განაცხადა სენეგალელმა ნახევარმცველმა.

შეგახსენებთ, რომ გუნდები ერთმანეთს შაბათს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში