მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლა: მედლის მეორე მხარე (დასასრული)

გვარდიოლა: მედლის მეორე მხარე (დასასრული)

ბევრი ხუმრობს იმის შესახებ, რომ პეპი ძალიან ბევრ წყალს სვამს, თუმცა ნამდვილი მიზეზი კი ცოტამ იცის.. გვარდიოლას ახალგაზრდობაში ხშირად უწვრილდებოდა ხმა და ამის გამო ის ყოველთვის დაცინვის საგანი იყო (ცუდი გაგებით არა რა თქმა უნდა).. ის წვრილი ხმა ახლაც ბრუნდება ხოლმე, მაგრამ პეპი ამჯერად ბევრ წყალს სვამს და ეს იშვიათად ხდება..

 

ასევე ბევრს საუბრობენ პეპის კონტრაქტზეც. გვარდიოლას “ბარსელონასთან” ერთ წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, რაც ერთერთი მომღერლის მუზა გახდა. ამ მომღერალმა პეპს უმღერა. სიმღერის შინაარსი კი შეიცავდა თხოვნას, რომელიც კონტრაქტის გახანგრძლივებას შეეხებოდა. იგი ყოველთვის ცდილობს თავიდან აიცილოს ეს თემა. პეპს სჯერა, რომ თუ მას წასვლა “დაემუქრება”, “ბარსელონას” ფეხბურთელები და გულშემატკივრები უფრო გააქტიურდებიან, რაც კიდევ ერთი მოტივაციაა ტიტულიანი გუნდისთვის. ყველა ფიქრობს, რომ “ბარსელონა” პეპის გარეშე წარმოუდგენელია და პირიქით.. ის “ბლაუგრანაში” საჭირო დროს მოვიდა და დამერწმუნეთ პეპი საჭირო დროს წავა..

 

“ბარსელონას” გასახდელი მსოფლიოში საუკეთესო ადგილია, სადც კარგად გაერთობით. იმ ოთახში არ არის განათება და მუსიკა, მაგრამ არიან ფეხბურთელები, რომლებიც ერთმანეთს გვერდში უდგანან და ამხნევებენ. გასახდელში არ აქვს მნიშვნელობა რომელი ფეხბურთელი ხარ, რამდენი გოლი გაიტანე და საერთოდ თამაშობ თუ არა კარგად. იმ ოთახში ყველას თავისი დანიშნულება აქვს.

 

ხავი:” მე ბევრი მწვრთნელი არ მყოლია, მაგრამ ბევრ ფეხბურთელთან მითამაშია და შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი კარგი ატმოსფერო არსად არასდროს ყოფილა.”

 

პუიოლი:” კომენტარის გაკეთება მიჭირს.. რაც გასახდელში ხდება, მახსოვრობაში აღარ მაქვს.. ეს ოთახი რაღაც ავადმყოფობაა.”

 

გასახდელ ოთახში გვარდიოლა თავის ფეხბურთელებს ძალიან მოტივირებულს ხდის. ჩემპიონთა ლიგის ფინალი.. სეზონის კულმინაცია.. 2009 წელს “ბარსელონას” აქვს შანსი მოიგოს უპრესტიჟულესი ტიტული პირველივე წელს ახალ მწვრთნელთან.. გვარდიოლამ კი მის ფეხბურთელებს შესთავაზა ვიდეო, რომელიც გლადიატორის ფილმზე იყო აგებული. იოჰან კურიფმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში “სამპდორიის” წინააღმდეგ, თავის ფეხბურთელებს უთხრა:” გადით, და ფეხბურთისგან სიამოვნება მიიღეთ.” პეპს სიტყვების თქმა საერთოდ დასჭირვებია.. სანამ ფეხბურთელები მოედანზე გავიდოდნენ, ტუნელში დაძაბულობისგან ჰაერიც კი მძიმე იყო.. დაძაბულობა 90 წუთის შემდეგ სრულიად მოიხსნა..

 

2011 წელი.. “უემბლი”.. მისმა ფეხბურთელებმა გამოიარეს “კლასიკოთა” საგა და მოტივირებულნი არიან როგორც არასდროს.. ვიქტორ ვალდესმა, რომელიც გუნდში კარგი იუმორით გამოირჩევა, გასახდელში რამდენიმე ფეხბურთელის იმიტაციის გაკეთება სცადა.. ფეხბურთელები ხალისობდნენ სეზონის ყველაზე დაძაბული მატჩის წინ.. ასეთი “რაღაცეები” ხოლოდ “ბარსელონაში” ხდება.. როგორც ზემოთ ვახსენე, კრუიფმა 1992 წელს სწორედ ეს სიტყვები წარმოსთქვა. კრუიფს სურდა, რომ ფეხბურთით სიამოვნება ჯერ მოთამაშეებს და შემდეგ მაყურებელს მიეღოთ.. იგივე თეორიას მისდევს გვარდიოლაც, მაგრამ მაესტრო ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს ახსენებს, რომ 200 წლის შემდეგაც კი, ფეხბურთი კვავ თამაშია..

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში