მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი: “თუ ვისაუბრებ ჩემს მდგომარეობაზე, გვარდიოლა გაბრაზდება”

აბიდალი: “თუ ვისაუბრებ ჩემს მდგომარეობაზე, გვარდიოლა გაბრაზდება”

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდის შეხვედრის დასრულების შემდეგ, რომელიც საფრანგეთის ნაკრებმა ბოსნია ჰერცოგოვიას ნაკრების წინააღმდეგ გამართა (1:1), აბიდალმა თავის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

 

“არ მინდა ჩემს ფიზიკურ მდგომარეობაზე საუბარი. თუ ამას გავაკეთებ, გვარდიოლა გაბრაზდება. მე უნდა გავსულიყავი მოედანზე ამ მატჩში. ყველაფერი წესრიგში იყო, ნამდვილად, მაგრამ მცირე ტკივილებს მაინც ვგრძნობ. თამაში იყო რთული, ბოსნია მთელი ძალებით იბრძოდა.” – ციტირებს აბიდალის სიტყვებს “მარკა”.

 

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” ბოლო მატჩში, რომელიც კატალონიელებმა “სპორტინგის” წინააღმდეგ ჩაატარეს, აბიდალმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა, თუმცა ფრანგებმა მას მაინც უხმეს სანაკრებო ბატალიებში მონაწილეობის მისაღებად. აღნიშნულთან დაკავშირებით კატალონიური კლუბის ექიმებმა განცხადება გააკეთეს და ფრანგებს აბიდალის მოედანზე გაყვანისგან თავის შეკავება ურჩიეს. თავის მხრივ ფრანგი ექიმებიც ადასტურებდნენ, რომ ერიკი არ იყო ბოლომდე გამოჯანმრთეებული, მაგრამ მას მაინც დართეს თამაშის ნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში