მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პიკე: “არ ვიცი სადამდე გაგრძელდება ნაკრების გამარჯვებების სერია”

პიკე: “არ ვიცი სადამდე გაგრძელდება ნაკრების გამარჯვებების სერია”

ესპანეთის ნაკრების მცველმა ხერარდ პიკემ კომენტარი გააკეთა ევროპის 2012 წლის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩის შემდეგ, სადაც მისმა გუნდმა შოტლადია უშანსოდ დატოვა და ანგარიშით 3:1 მოუგო.

“ნამდვილად არ ვიცი როდემდე გაგრძელდება ჩვენი გამარჯვებების სერია. ჯერჯერობით კვლავ შეგვიძლია იმ დონეზე ასპარეზობა, რომ თამაში თამაშზე მოვიგოთ. მთავარია ასეთ გუნებაზე განვაგრძოთ და დარწმუნებული ვარ შევძლებთ ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონობას.” -ციტირებს კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელის სიტყვებს მადრიდული გამოცემა “მარკა”.

 

შეგახსენებთ, რომ პიკეს ესპანეთის ნაკრებში 36 მატჩი აქვს ჩატარებული და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მან 4-ჯერ მოახერხა მეტოქის კარის აღება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში