მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლაპორტა: “უკვე დავიღალე, “ბარსას” ხელმძღვანელობას სასამართლოში ვუჩივლებ”

ლაპორტა: “უკვე დავიღალე, “ბარსას” ხელმძღვანელობას სასამართლოში ვუჩივლებ”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ უკვე დაიღალა ამდენი უაზრო ჭორებით და საუბრებით მისი წარსულის შესახებ და სასამართლოში უჩივლებს ყველას, ვინც მის შესახებ არასასიამოვნოდ საუბრობს და ხალხს ტყუილებით უტენის ტვინს, რათა ახლა უკვე პოლიტიკოსად წოდებული ადამიანი შეაძულოს.

 

საქმე ეხება ლაპორტას ფარულ შეთანხმებებს უზბეკეთში. შეგახსენებთ, რომ თურქმა აგენტმა ბაირამ ტუტუმლუმ, რომლებიც არკვევდა ურთიერთობას ესპანური “ბარსელონასა” და უზბეკურ “ბუნიოდკორს” შორის, განაცხადა, რომ ჟოანი იმ ქვეყანაში არასპორტულ მოლაპარაკებებშიც იყო გარეული. ტუტუმლუს თქმით მას კატალონიელისგან მიღებული თანხის, 10 მილიონის 10% უნდა აეღო, ანუ 1 მილიონი, რომელიც დღემდე არ უნახავს.

 

“უკვე დავიღალე ამ ყველაფრისგან. ძალიან კარგად ვიცი ვინ ავრცელებს ამ უაზრო ჭორებს ჩემს შესახებ. ამ საქმეში გარეულია გაზეთი La Vanguardia, კომპანია Grupo Godo და “ბარსელონას” ხელმძღვანელობა. მათ აუცილებლად ვუჩივლებ სასამართლოში. რასაც ჩემზე ამბობენ უდიდესი ტყუილია და ისინი უბრალოდ ცდილობენ მომცხონ ჩირქი. რაც შეეხება ბატონ ტუტუმლუს, უკვე მაშინ მითხრეს, რომ იგი ყველას ხაფანგში გაბმას ცდილობდა და ასეც მოხდა.” -განაცხადა ლაპორტამ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში