მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კრკიჩი: ” არ დავბრუნდები “ბარსელონაში”, თუნდაც გვარდიოლამ დამირეკოს”

კრკიჩი: ” არ დავბრუნდები “ბარსელონაში”, თუნდაც გვარდიოლამ დამირეკოს”

“რომას” თავდამსხმელმა ბოიან კრკიჩმა განაცხადა, რომ ის არც კი განიხილავს “ბარსელონაში” დაბრუნების შესაძლებლობას.

 

“იმ შემთხვევაშიც კი, თუ თავად გვარდიოლა დამიძახებს, “ბარსელონაში” არ დავბრუნდები. იქ ძალიან დიდი დრო გავატარე და ფაქტიურად მწვრთნელი და მე ერთმანეთს არ ვეკონტაქტებოდით. არამგონია, რომ ასეთი დამოკიდებულება დამემსახურებია.“

 

““ბარსელონას” დატოვების გადაწყვეტილება მაშინ მივიღე, როცა ამა წლის მაისში ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ. ვიცოდი, რომ მატჩს არ დავიწყებდი სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ მაშინაც კი, როცა ანგარიში გახდა 3:1, მწვრთნელმა მოედანზე არ შემიშვა. მაშინ საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ იგი ჩემზე გათვლებს არ აკეთებდა.” – ციტირებს ფეხბურთელის სიტყვებს Goal.com, TV3-ზე დაყრდნობით.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში