”ბარსა” სამეფო თასზე ასპარეზობას 9 ნოემბერს დაიწყებს. მატჩი ადრე ჩატარდება, რადგან დეკემბრის შუა რიცხვებში, როცა ტურნირი სხვა კლუბებისთვის დაიწყება პეპ გვარდიოლას შეგირდები მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე სათამაშოდ იქნებიან გამგზავრებულები. 9 ნოემბერს პეპის განკარგულებაში ყველა ფეხბურთელი იქნება.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ორშაბათს სამეფო თასის 1/16 ფინალის მატჩების გამრთვის თარიღები გამოაქვეყნა. ”ბარსა” ტურნირზე ასპარეზობას სხვებზე გაცილებით ადრე დაიწყებს, რადგან კატალონიელები 9 ნოემბერს ითამაშებენ. ”ატლეტიკო” და ”სევილია” ამ ტურნირზე 8 დეკემბერს ითამაშებენ, ხოლო დანარჩენები 13 დეკემბერს. ”ბარსას” სხვებთან ერთად თამაში არ გამოუვა, რადგან ამ დროს გუნდი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე იქნება წასული. ტურნირი იაპონიაში იმართება.
შეთანხმება ფედერაციასთან
კლუბმა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებას მიაღწია იმასთან დაკავშირებით, რომ ვისენტე დელ ბოსკეს მიერ გამოძახებული ფეხბურთელები 12 ნოემბერს ინგლისის ნაკრებთან გასამართ ამხანაგურ მატჩში სათამაშოდ სამეფო თასის მატჩის შემდეგ გაემგზავრებიან.



