მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტორესი: “ვფიქრობ “ბარსას” უფრო დიდი შანსი აქვს ლა ლიგის მოგების”

ტორესი: “ვფიქრობ “ბარსას” უფრო დიდი შანსი აქვს ლა ლიგის მოგების”

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა ფერნანდო ტორესმა ისაუბრა ესპანეთის ჩემპიონატზე. მისი აზრით პრიმერა დივიზიონში “ბარსელონა” და “რეალი” სხვა დანარჩენ კლუბებზე ერთი თავით მაღლა დგანან და სწორედ მათ შორის გაირკვევა ჩემპიონი. საბოლოოდ “ელ ნინიო” მაინც კატალონიელებისკენ გადაიხარა.

 

“რეალი” და “ბარსელონა” პრიმერა დივიზიონში ახლა ყველაზე ბევრად მაღლა დგანან. სხვა კლუბებს ჯერჯერობით ბევრი უკლიათ მათ დონემდე მისვლამდე, თუმცა უნდა ეცადონ და გაუწიონ პატარა კონკურენცია მაინც. რაც შეეხება უშუალოდ გამარჯვებულს, თასს ის აწევს, ვინც ყველაზე მეტად მოინდომებს და იბრძოლებს. ვფიქრობ ამ მხრივ კატალონიელებს დიდი უპირატესობა აქვთ მადრიდელებთან შედარებით.” -ციტირებს ტორესის სიტყვებს მადრიდული გამოცემა “მარკა”.

 

როგორც მოგეხსენებათ ფერნანდო ძალიან ახლოსაა ბევრ “ბლაუგრანას” და “ბლანკოსის” ფეხბურთელთან, რადგან ისინი ყოველთვის ერთად თამაშობენ ესპანეთის ნაკრებში. ამიტომ “ელ ნინიომ” იცის ვის რა შეუძლია სინამდვილეში.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში