იტალიური “რომას” ფეხბურთელმა ბოიან კრკიჩმა განაცხადა, რომ გაკვირვებულია წინა სეზონში “ბარსელონაში” განვითარებული მოვლენებით. ესპანელი თავდამსხმელის აზრით იგი იმსახურებდა უფრო მეტჯერ გამოჩენილიყო მოედანზე, ანუ მისთვის შანსი უნდა მიეცათ.
“კატალონიაში გატარებული წლები ძალიან დადებითად მემახსოვრება ყოველთვის, თუმცა ჩემი აზრით ბოლო თვეების განმავლობაში საერთოდ არ ვიღებდი სათამაშო პრაქტიკას, ანუ შანსს არ მაძლევდნენ გავსულიყავი მინდორზე და დამემტკიცებინა რა შემეძლო. ფეხბურთელისთვის აუცილებელია ყოველ მატჩში მიიღოს მონაწილეობა, რათა უფრო და უფრო განვითარდეს. მე არ ვამბობ, რომ გვარდიოლა ცუდი მწვრთნელია; პირიქით, პეპი ბრწყინვალე დამრიგებელია და ძალიან მიყვარს, უბრალოდ, ვგონებ მეკუთვნოდა მინიმუმ 30 წუთი მაინც გამეტარებინა მოედანზე თითო შეხვედრაში.” –განაცხადა ბოიანმა.
კრკიჩი “ბარსას” პირველ გუნდში 2007 წლიდან გამოდიოდა და 104 ჩატარებულ მატჩში 26 გოლის გატანა მოახერხა.
