მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” და ბილ გეიტსი პოლიომელიტის წინააღმდეგ

“ბარსა” და ბილ გეიტსი პოლიომელიტის წინააღმდეგ

კომპანია “მაიქროსოფთის” პრეზიდენტმა, ბილ გეიტსმა, თანადგომა გამოუცხადა კატალონიის “ბარსელონას” პოლიომელიტის წინააღმდეგ ბრძოლაში. იგი სულ ცოტა ხნის წინ ეწვია ნიგერიას და ქვეყნის წამყვან პირებს კომპანიონობის სიმბოლოდ აჩუქა “ბარსას” 99 ნომრიანი მაისური, რომელსაც აწერია: “პოლიომელიტის დასასრული“.

 

წინა ზაფხულიდან მოყოლებული, “ბარსა”, “ბარსელონას” ფონდი და ბილ&მელინდა გეიტსების ფონდი აქტიურად მუშაობენ პოლიომეიტის წინააღმდეგ ბრძოლაში. მათ უკვე აქვთ სლოგანი: “მეტი, ვიდრე გოლი. პოლიომელიტის დასასრული“. ჩრდილოეთ ამერიკული ორგანიზაციის პრეზიდენტი, ბილ გეიტსი, ახლახანს ეწვია ნიგერიას და ქვეყნის მთავრობას დაპირდა პოლიომელიტის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას.

 

“ბარსელონას” საჩუქარი

 

ბილ გეიტსმა ნიგერიის ნაციონალური კომიტეტის, “პოლიოპლიუსის”, დირექტორს, ბუსუი ონაბულუს, თანადგომისა და თანამშრომლობის სიმბოლოდ აჩუქა “ბარსელონას” მაისური. ამიერიდან ეს სამი ორგანიზაცია ერთობლივად იბრძოლებს ამ დაავადების წინააღმდეგ.

 

კლუბის მონაწილეობა

 

ქველმოქმედმა ამ ჟესტით სრული ნდობა გამოუცხადა კატალონიურ კლუბსა და მის ფონდს. გეიტსი ასევე შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს, გუდლაქ ჯონათანს,გაერთიანებული ერების წარმომადგენლებსა და სხვა სოციალური ორგანიზაციებს წევრებს, რომლებიც ებრძვიან პოლიომელიტს ქვეყანაში. მათი მიზანია 2012 წლის ბოლომდე მაქსიმალურად აღმოფხვრან პრობლემა.

 

პოლიომელიტი : ეს არის ძვლების დაავადება, რომელიც გადადის ფეკალური გზებით ადამიანიდან ადამიანზე. გავრცელებულია ჰიგიენურად დაუცველ ქვეყნებში, განსაკუთრებით კი აფრიკის კონტინენტზე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში