კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა სანდრო როსელმა, კომენტარი გააკეთა იმის შემდეგ, რაც უეფამ მისი გუნდი 110 000 ევროთი დააჯარიმა. როგორც მოგეხსენებათ ევროპის სუპერთასზე, სადაც “ბლაუგრანას” მეტოქე “პორტუ” იყო, “ლურჯ-ბროწეულისფერებმა” მეორე ტაიმის დაწყება გააჯანჯლეს, რამეთუ მათ 2 წუთით დაიგვიანეს მოედანზე გასვლა.
“ჩემი აზრით დაგვიანებისთვის ასეთ ჯარიმას არ უნდა ვიღებდეთ. არაფერი არ არის ჩვენი ბრალი. არსებობს ბევრი რამ, რასაც კონტროლის ქვეშ ვერ ვაყენებთ. თამაში რომ “კამპ-ნოუზე” ყოფილიყო ყველაფერი კარგად იქნებოდა. ეს უბრალოდ აბსურდია. შესვენების ბოლო წუთზე ნებისმიერ ფეხბურთელს შეიძლება მოუნდეს საჭირო ოთახში გასვლა, ან სხვა მნიშვნელოვანი რამის გაკეთება. ამიტომ ვგონებ, რომ ამ თანხის გადახდა ჩვენი მხრიდან ნამდვილად არ არის საჭირო, მაგრამ სხვა ყველა გზა მოჭრილია.” -ციტირებს როსელის სიტყვებს ესპანური გამოცემა AS.


