სხვა კლუბებიდან ნაყიდი ფეხბურთელების გარდა ”ბარსელონამ” კიდევ ერთი შესანიშნავი ფეხბურთელი შეიძინა. ტიაგო ალკანტარამ, რომელიც პირველ გუნდში დუბლებიდან გადავიდა პრიმერას ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა.
ის მატჩიდან მატჩამდე იმკვიდრებს ადგილს ძირითად შემადგენლობაში. ტიაგო ალკანატრა მისი მონდომებით, ტაქტიკური დისციპლინით და ნიჭით აკვირვებს მთელ მსოფლიოს. მსოფლიოს ჩემპიონის, მაზინიოს შვილმა გვარდიოლას ნდობა დაიმსახურა.
პრიმერას ყველა მატჩი
ტიაგო ალკანტარამ ახალ სეზონში პრიმერას ყველა მატჩში მიიღო მონაწილეობა. ”ვილიარეალთან”, ”ოსასუნასთან”, ”ატლეტიკოსთან” და ”სპორტინგთან” მან 90 წუთი გაატარა მოედანზე. ”ანოეტაზე” ის ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მოედანი 61-ე წუთზე დატოვა. ”მესტალიაზე” კი ჩატარდა ერთადერთი მატჩი, რომელიც ტიაგომ ძირითადში არ დაიწყო. საერთო ჯამში მან პრიმერაში 449 წუთი ითამაშა.
პირველი გოლი
შეიძლება ეს შემთხვევითობაა, თუმცა პრიმერაში ”ბარსას” პირველი გოლი ტიაგომ გაიტანა. ”ვილიარეალთან” მატჩში ალკანტარამ ანგარიში შესანიშნავი შორეული დარტყმით გახსნა.
ერთი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე
ჩემპიონთა ლიგაზე ტიაგომ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ალკანტარამ მონაწილოება მიიღო ”ბატეს” განადგურებაში. ”მილანთან” მატჩში მას არ უთამაშია. რაც შეეხება სუპერთასებს, ის ძირითად შემაგდენლობაში გამოვიდა ”სანტიაგო ბერნაბეუზე”.
ყველა ფრონტზე
მას მოედანზე ფიქსირებული პოზიცია არ აქვს. პირიქით, მისი უნივერსალობა ახალგაზრდა ფეხბურთელს ფაქტიურად შეუცვლელს ხდის. ის ერთნაირი წარმატებით თამაშობს ნახევარდაცვის ყველა პოზიციაზე, ასევე შეუძლია თავდამსხმელებზე დახმარება. ბოლო მატჩებში ტიაგო მარცხენა ფლანგზე თამაშობდა, მაგრამ ხშირად ეხმარებოდა წინ მოთამაშე თანაგუნდელებს.
