მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვალდესს თავისი “ძმა” – ინიესტა ენატრება

ვალდესს თავისი “ძმა” – ინიესტა ენატრება

“ბარსელონას” მეკარემ, ვიქტორ ვალდესმა ხუთშაბათს ძალიან ორიგინალური ხერხით გამოხატა მხარდაჭერა თავისი თანაგუნდელის, ანდრეს ინიესტას მიმართ, რომელიც ტრავმის გამო არ იქნა გამოძახებული სანაკრებო ბატალიებში და ამიტომ ვერ დაეხმარება “ფურია როხას” უახლოვეს მატჩებში.

 

ვალდესმა საკუთარ  Facebook-ის პროფილზე გამოფინა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ვალდესი ზის პრაღის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავში და მას პარტნიორობას უწევს თავისი iPad, რომლის ეკრანზეც “ბარსელონას” მაისურში გამოწყობილი ანდრეს ინიესტას პორტრეტია გამოსახული.

 

“ბლაუგრანას” მეკარემ მხარდაჭერა გამოუცხადა ანდრესს, რომელიც მისთვის უფრო მეტია, ვიდრე მეგობარი: “ჩემი ძმა ინიესტა ყოველთვის ჩვენთანაა მოგზაურობისას. ახლა, როცა პრაღაში მივდივართ, ის კვლავ ჩვენთანაა. გეხვევით ყველას!” – დაწერა ვალდესმა.

 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში