მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სესკს ყოფილი აგენტი სასამართლოში უჩივის

სესკს ყოფილი აგენტი სასამართლოში უჩივის

გუშინ ინტერნეტ-პორტალმა teinteresa.es გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჟოზეპ დიასი, “ფიფას” აგენტი, “ბარსელონელ” სესკ ფაბრეგასს სასამართლოში უჩივის. სასამართლოს განხილვის თარიღი უკვე დანიშნულია.

 

წყარო იუწყება: “ჟოზეპ დიასმა სარჩელი აღძრა ფაბრეგასის წინააღმდეგ და ეს უკანასკნელი კონტრაქტის ვალდებულებების დარღვევაში დაადანაშაულა. თუ უახლოვეს დღეებში მხარეები არ მორიგდებიან, რაც ნაკლებ სავარაუდოა, მაშინ სასამართლო გადაწყვეტს, თუ რომელი მხარეა მართალი.”

 

თავის დროზე დიასმა უზრუნველჰყო ფაბრეგასის ტრანსფერი “ბარსელონადან” “არსენალში”. ორი წლის წინ კი სესკმა ცალმხრივად გაწყვიტა ხელშეკრულება და ახალი აგენტი დაიქირავა, დარენ დეინის სახით. ხსენებულ პორტალზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ დიასი გარიგებიდან თავისთვის კუთვნილ პროცენტს ითხოვს. აღნიშნული პროცესი ძალიან ჰგავს დავას დავიდ ვილიასა და თავის ყოფილ აგენტს შორის, რომელიც საბოლოო ჯამში ასტურიელი ფორვარდის სასარგებლოდ დასრულდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში