ესოანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვისენტე დელ ბოსკემ კარლეს პუიოლის შესახებ ისაუბრა.
”კარლესი ძალიან შეწუხებული იყო ტრავმის გამო. ის შეშფოთებული იყო, რადგან დიდი ხნის მანძილზე არ იყო ცნობილი, თუ როდის შეძლებდა თამაშს. მან კარიერის დასრულებაზეც კი იფიქრა” – დელ ბოსკეს სიტყვებს ”marca” ციტირებს.
შეგახსენებთ, რომ ივნისის დასაწყისში ესპანელს მარცხენა მუხლზე ოპერაცია გაუკეთეს და მოედანზე გამოსვლას ის სექტემბრამდე ვერ ახერხებდა.
